კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO]

AutoSharing Option
bblprofis.de-ს ცნობით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში ცვლილებაა - მაიკლ დიქსონის ნაცვლად, მომავალი 3 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ღირსებას 31 წლის ტადუს მაკფადენი (სიმაღლე 188 სმ) დაიცავს, რომელიც "კიმისში" თამაშობს და საბერჩნეთის ჩემპიონატის ბომბარდირია. ტადუსი საშუალოდ ერთ მატჩში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

მისმა გუნდმა პლეი-ოფის "მეოთხედფინალი "ოლიმპიაკოსთან" 0:2 წააგო, ხოლო თავად ამ ორ მატჩში 36 ქულა ჩააგდო.

მან საბერძნეთის ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. ის ჩეხეთის "უსტი ნად ლაბემში", გერმანიის "ბრაუნშვაიგში", კვიპროსის აპოელ-სა
და აეკ-ში, საფრანგეთის "ნანსიში", საბერძნეთის პაოკ-ში და მაკედონიის "კარპოს სოკოლიში" ასპარეზობდა.

ვიკიპედიაში ტადუსი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ კალათბურთელადაა მოხსენიებული. ასე რომ, სერბეთთან (29) ივნისს და ავსტრიასთან (2 ივლისს) მატჩებში მაკფადენი დიქსონის ნაცვლად ითამაშებს.