ექსკლუზივი. მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზი ცნობილია

AutoSharing Option
გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის ნაცვლად საქართველოს ნაკრებში მისი თანამემამულე ტადუს მაკფადენი ითამაშებს, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

Sportall.ge-მ დაადგინა, რომ მაიკლი ეროვნული გუნდიდან არავის გაუშვია, მას დადებული ორწლიანი კონტრაქტი დაუსრულდა და თავად მიიღო მისი არგაგრძელების გადაწყვეტილება.

დიქსონი ძალიან წესიერად მოიქცა იმ მხრივ, რომ ამის შესახებ კალათბურთის ფედერაცია დროულად ჩააყენა საქმის კურსში, რათა მისი შემცვლელი დროულად მოენახათ.

მაიკლმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სამი წელია სახლში არ ყოფილა, დაიღალა და დასვენება სჭირდება. ის ძალიან მადლობელია ქართველი გულშემატკივრების,
ყოფილი თანაგუნდელების და ფედერაციის და მალე სამადლობელ და გამოსამშვიდობებელ წერილსაც გამოაქვეყნებს. მან თქვა, რომ წარმატებებს უსურვებს ჩვენს გუნდს და მუდამ უქომაგებს.

ასე რომ, ფედერაციამ და ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღეს და ოპერატიულად მოძებნეს მისი კარგი შემცვლელი, ხოლო რამდენად შეერწყმება ნაკრებს მაკფადენი, ამას სულ მალე გავიგებთ.

altმადლობა ულამაზეს საქართველოს - მაიკლ დიქსონის ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში

altმადლობა, მაიკლ... - დიდი დანაკლისი საქართველოს ნაკრებისთვის

 

altსაქართველოს ნაკრებში დიქსონს საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირი მაკფადენი შეცვლის [VIDEO

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაიკლ დიქსონს ფედერაციასთან ხელშეკრულება ქონდა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის დამთავრებამდე. შემდეგ სიტყვიერი შეთანხმებით გაუგრძელდა წლის ბოლომდე. ასევე, სიტყვიერი თანხმობა იქნა მიღებული ავსტრიასთან, შემდეგ გერმანიასტან მ.წლის თებერვალში ჩატარებულ მატჩებზე. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გასვლის დიდი შანსი აქვს. ეს ეტაპი შემოდგომაზე იწყება, რომელშიც დიქსონის გადაწყვეტილებით ის აღარ ითამაშებს. პირველ ეტაპზე დარჩენილ ორ მტჩში უკვე მოწვეული იქნა ახალი ნატურალიზებული უცხოელი, რომელიც დიქსონს შეცვლის და ადაპტაციას გაივლის ნაკრების მწვრთნელთან და კალათბურთელებთან, რომ შემოდგომის ციკლს შეთამაშებული შეხვდეს. აღსანიშნავია, რომ მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ხელფასს არ იღებდა. იგივე პირობებზე დათანხმდა ტედ მაკფადენიც.
თორნიკე
12 ივნისი 2018 14:38
0
გავარკვიეთ! დასანანია!
bs
11 ივნისი 2018 17:13
0
ფედერაციას შემადგენლობა, რომ კითხოთ არ გინდათ ზოგადად?
ჯონდო
11 ივნისი 2018 15:22
0
დიქსონ კაი კაცი ხარ ძმაო!
b-52
11 ივნისი 2018 15:19
0
დიდი მადლობა მაიკლს რომ ასე ერთგულად ემსახურა ჩვენს გუნდს. მადლობა ასეთი გულიანი თამაშისათვის.წარმატებებს ვუსურვებ სულით და გულით
დდდ
11 ივნისი 2018 13:55
0
მადლობა დიქსონს.
მოვიდა დრო და წავიდა, აბა აქ კუკიაზე დასასაფლავებლად კი არ ჩამოსულა.
ჰაჰა
11 ივნისი 2018 13:47
1
მისმინე მაიკლ დიქსონ : წარმატებებს გისურვებ სადაც არ უნდა იყო, მადლობა თავდადებისთვის
გულშემატკივარი
11 ივნისი 2018 13:21
0
ძნელი ყოფილა მიზეზის დადგენა?:) რეალურად მარტო თამაში მოსწყინდა როგორც ჩანს, რაც ბოლო პერიოდში უწევდა
1
11 ივნისი 2018 12:26
2
დედიკოს ნახვა უნდა ბიჭს, აიღო მისაღები და ჰალაა, ისე,რომ ფედერაცია არაფერ შუაშია და ვერც ტრამვებს უექიმებს.
კოტე
11 ივნისი 2018 12:23
81
დიქსონს ორწლიანი ხელშეკრულება ევროპის შემდეგ დაუმთავრდა და როგორც ჩანს ნოემბერ-თებერვალში საკუთარი სურვილით ითამაშა და ამით დრო მისცა ფედერაციას შემცვლელი მოეძებნათ.
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დიქსონის მიმართ.
კარგი მოთამაშე და კარგი პიროვნება!
წარმატებებს ვუსურვებ.
ქომაგი
11 ივნისი 2018 12:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული