აირჩიე საქართველოს ნაკრების თილისმის სახელი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებთან ერთად გაამხნევებს გამარჯვების თილისმა.

გამარჯვების თილისმა ლომია, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება გულშემატკივრებს გამოკითხვის მეშვეობით შეეძლებათ.

გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და "ფეისბუქზე" დღეიდან დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება – http://superleague.ge/vote/

შეგახსენებთ, რომ საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ორივე მატჩის ბილეთების შეძენის შემთხვევაში კი
(ერთსა და იმავე ადგილზე) გულშემატკივრები ისარგებლებენ ფასდაკლებით tkt.ge/basketball

პიპო/PIPO – ძალიან საყვარელი "პიპო" ლომი, განსაკუთრებით, ბავშვებს უყვართ.

მალასა/MALASA – ლაზების ძველი მეფეა.

ჯეო/Geo – ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თილისმაა. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას მაგონებს და ოცნება რომ არის არჩევნებში და აქედა მხრიდან პატრიოტთა ალიანსი რომაა და იქეთა მხრიდან - გირჩი. ბოლოს იტყვი ისევ ოცნება იყოსო :) ესეა ამ GEO-ოსთან ეს 2 ვარიანტი შემოტენილი :)
გოგა
20 ივნისი 2018 13:56
0
რეებს გვტენიან - რა მალასა?! რა პიპო?! რა ჯეო?! შოთა რუსთაველის სამშობლოში ქართული სახელი გამოილია?! ან ლომი რატომ? - კენია ვართ თუ ტანზანია?! ჩვენთან ლომი არ ბინადრობს - უკეთესი იქნება ის სიმბოლო, რაც გვაქ ქართველებს ან გყვავს...
ვახ მე...
19 ივნისი 2018 17:47
5
მინდა კითხვაზე მიპასუხოთ, ნუ თუ არ მიპასუხებთ დაფიქრდეთ მაინც... ლომა გაგიგიათ ძაღლის სახელი? უძველესი დროიდან არქმევდნენ საქართველოში, ლომისი გაგიგიათ? ლომის ფიგურა გინახავთ ქართულ ფულზე გამოსახული? უძველესი პერიოდის ძეგლებზე ლომის გამოსახულება გინახავთ? ასე რომ ეხლა რომ არ ბინადროპსბ ლომი ჩვენ ქვეყანაში არ ნიშნავს რომ არც არასდროს არ ყოფილა, მეტიც ამ ცხოველს და მის სიმბოლურ გამოსახულებას უდიდესი ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე. ეგეც არ იყოს ასტროლოგიურად ლომი ყოფილა საქართველოს ზოდიაქოს ნიშანი თუ რაღაც ამდაგვარი :) ეგ ასტროლოგებს იქხეთ ისინი გეტყვიან
ვახ მე... ს
20 ივნისი 2018 11:37
0
რა თქმა უნდა ჯეოს ჩემი ხმა!!! თემატურია :*
georgian
19 ივნისი 2018 14:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული