აირჩიე საქართველოს ნაკრების თილისმის სახელი

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებთან ერთად გაამხნევებს გამარჯვების თილისმა.

გამარჯვების თილისმა ლომია, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება გულშემატკივრებს გამოკითხვის მეშვეობით შეეძლებათ.

გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდსა და "ფეისბუქზე" დღეიდან დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება – http://superleague.ge/vote/

შეგახსენებთ, რომ საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ორივე მატჩის ბილეთების შეძენის შემთხვევაში კი
(ერთსა და იმავე ადგილზე) გულშემატკივრები ისარგებლებენ ფასდაკლებით tkt.ge/basketball

პიპო/PIPO – ძალიან საყვარელი "პიპო" ლომი, განსაკუთრებით, ბავშვებს უყვართ.

მალასა/MALASA – ლაზების ძველი მეფეა.

ჯეო/Geo – ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თილისმაა. 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
რას მაგონებს და ოცნება რომ არის არჩევნებში და აქედა მხრიდან პატრიოტთა ალიანსი რომაა და იქეთა მხრიდან - გირჩი. ბოლოს იტყვი ისევ ოცნება იყოსო :) ესეა ამ GEO-ოსთან ეს 2 ვარიანტი შემოტენილი :)
გოგა
13:56 20-06-2018
0
რეებს გვტენიან - რა მალასა?! რა პიპო?! რა ჯეო?! შოთა რუსთაველის სამშობლოში ქართული სახელი გამოილია?! ან ლომი რატომ? - კენია ვართ თუ ტანზანია?! ჩვენთან ლომი არ ბინადრობს - უკეთესი იქნება ის სიმბოლო, რაც გვაქ ქართველებს ან გყვავს...
ვახ მე...
17:47 19-06-2018
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული