- პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩემს მოთამაშეებს. სერბეთთან ძალიან ცუდი საღამოს შემდეგ, ჩვენ დღეს ვითამაშეთ აგრესიულად, კონცენტრირებულები ვიყავით გუნდურად და რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ მომენტებში ერთად ვიყოთ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს.
ახლა უნდა მოვემზადოთ მომდევნო ფანჯრისთვის. ბედნიერი ვიქნები თუ უძლიერესი შემადგენლობით შეკრებას მოვახერხებთ. ისევ ვიმეორებ, შენგელიას, შერმადინს ძალიან დატვირთული სეზონი ჰქონდათ, მარკოიშვილი ტრავმირებულია. ჩვენ გვყავს
გოგა ბითაძე ძალიან პერსპექტიულია. მას აქვს ტალანტი და შეუძლია, რომ მომავალში NBA-ში ითამაშოს. ის ყოველ თამაშში უმატებს, ძალიან სწრაფი და შედეგიანია. ასევე მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი. ეს ქართული კალათბურთის მომავალია და აუცილებელია, რომ ისინი იყვნენ ნაკრებში, რადგან მიიღებენ გამოცდილებას.
იმედია, მომდევნო ფანჯრის დროს სრული შემადგენლობით ვიქნებით. კალათბურთი არაა კარგი, თუ უძლიერესი კალათბურთელები არ იქნებიან მოედანზე.
კალათბურთში ადვილი თამაში და მეტოქე არ არსებობს. საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც 6 მოგებით გადმოვიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. ევროლიგიდან ბევრი მოთამაშე ჰყავს და ძლიერი მოწინააღმდეგეა. სერბეთისა და გერმანიის ძალა უკვე ვიცით. ყველა რთული მეტოქე იქნება. ვიმედოვნებ, ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯებით. დიდი მადლობა და ყველას ბედნიერ დასვენებას გისურვებთ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი შესარჩევი ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა (2 მოგება, 4 წაგება) და მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, რომელიც მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება.
საქართველოს ნაკრებმა ავსტრია გაანადგურა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის შემდეგ ეტაპზე გავიდა