საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადება მეტ ჯენინგსთან დაკავშირებით

AutoSharing Option
უცხოურ და ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ესპანური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ამერიკელი ლეგიონერი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

altესპანური პრესა: "ბასკონიას" კალათბურთელი მეტ ჯენინგი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს

ესპანური კლუბის ხელმძღვანელის კომენტარით, ჯენინგი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.

ამ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია შემდეგი განცხადებით ეხმაურება:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას.

კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს

მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და ელოდება ჯენინგისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას.

ფიბა-ს მიერ დადგენილ ვადაში, 1-ელ სექტემბრამდე თუ მოესწრო ნაკრების განაცხადში მეტ ჯენინგის დარეგისტრირება, ის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
რად გვინდა ევროლიგელი სანაკრებო თამაშებში მაინც ვერ დაგვეხმარება, გურასპაული დაბოლილი ხოარ არი?
vava
24 აგვისტო 2018 20:50
0
ეს საქმე რა თქმა უნდა შენგელიას მოგვარებულია
tali
24 აგვისტო 2018 06:35
0
და ის მეორე ამერიკელი სად მიჰყავთ ვითომ
ემირი
23 აგვისტო 2018 23:56
0
ძალიან კარგი შუთერია. თუ წაუვიდა სროლა, მართლა გაუჩერებელია. თან უტვინო მოთამაშე არ არის. კარგი არჩევანია. ერთი ეგაა, რომ როგორც გამთამაშებელი მაინცდამაინც არ გამოირჩევა. ბასკონიაში პირველ ნომერზე ან მარსელო უერტასი თამაშობს, ან ლუკა ვილდოზა, ან გრეინჯერი. ჯენინგი მაინც ძირითადათ ორ ნომერზე დგას. ანუ მაინც ცინცაძე რჩება მარტო პირველ ნომერზე.
სტუმარი
23 აგვისტო 2018 22:44
0
მართლა რას ქვია თუ მოესწრო.ყველა ღონე იხმარს და მოაგვარეთ ეგ საქმე. ვიღაც უვარგისი ხალხი რომ იღებს ის ხომ ესწრება.
კახა ქირია
23 აგვისტო 2018 18:11
0
მოთამაშე მართლა მაგარია მაგრამ ეს უპრაგონო პასპორტის რიგებაა გაუგებარი!!!
emba
23 აგვისტო 2018 17:42
12
2 ლეგიონერი არ შეიძლება როგორც ვიცი... თუ შეიცვალა რამე?
1
23 აგვისტო 2018 17:34
0
შესანიშნავი კალათბურთელია, ძალიან მაღალი სიზუსტით ისვრის 3 ქულიანებს, თან შენგელიას იცნობს და გუნდში ადაპტაციას მალე გაივლის
გულშემატკივარი
23 აგვისტო 2018 16:11
0
მაკ ფადენზე რას ამბობენ???
soso
23 აგვისტო 2018 15:51
0
მართლაც რომ, არ გაგვიზიარებთ, რას ამბობენ?!
N
23 აგვისტო 2018 17:02
0
რას ქვია თუ მოესწრო? რომ არ მოესწროს ერთი კარგი აქცია ჩვენზე იყოს იუსტიციასთან? /ან ვისი ბრალიც იქნება/
კოლია ახობაძე
23 აგვისტო 2018 14:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული