რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

AutoSharing Option
გუშინ, 13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ისრაელს 85:80 სძლია.


პარალელურად, ჩვენს ჯგუფში ორი დაპირისპირება ჩატარდა და ორივე შედეგი ჩვენთვის საკმაოდ მისაღები გამოდგა.

ესტონეთის ნაკრებს ტალინში გერმანიის ნაკრები ეწვია და 43-ქულიანი უპირატესობით გაანადგურა, მათ ესტონეთი 86:43 დაამარცხეს. გუნდთან ერთად NBA-ს კალათბურთელი დენის შროდერი იმყოფებოდა, რომელიც საუკეთესო იყო (18 ქულა, 10 გადაცემა და 8 მოხსნა).

საკმაოდ დაძაბული შეხვედრა წარიმართა ჰერაკლიონში. საბერძნეთის ნაკრები სერბეთთან პირველ
მეოთხედში დამარცხდა, თუმცა დანარჩენი სამი მეოთხედი მოიგო და 70:63 იმარჯვა. საუკეთესო კალათბურთელი ბერძენი იოანნის ბურუსისი გახდა, რომელიც ჩინური "ჟეიჯანგის ლიონის" ღირსებას იცავს (9 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა).

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ თუ სერბეთმა ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა დათმო, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი უჩნდება, თუმცა ამისთვის ჩვენმა გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე გაიმართება და ბილეთების შეძენა TKT.GE-ზეა შესაძლებელი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ასევე თქვენის ნებართვით ავღნიშნავ რომ მაინც საბერძნეთის მოგება სჯობდა, რადგან გერმანიას არ ეყოლება შემდეგ თამაშებში გუნდის უდალო ლიდერი შრიოდერი NBA დან და ასევე ვოიტმანი რომელიც ბასკონიის ცენტრია და ვერ მოახერხებენ ბერძნების ძლევას ჩემი აზრით.ასევე რადგან გაიმარჯვა საბერძნეთმა ჩვენთანაც ნაკლებ ძალისხმევას გამოიჩენს,სწორედ მაგიტოც არ ჩამოყავს პრინტეზისი და ბურუსისი, წაგების შემთხვევაში ჩამოიყვანდა და შემართებაც სხვა ექნებოდა.

ასევე ისრაელის ნაკრები არ არის ხელწამოსაკრავი. ეგეთ აზრი მუსირებს რადგანაც ჩვენ მოუგეთ.რამოდენიმე დღის წინ რუსეთის ნაკრები დაამარაცხა რუსეთში 20 ქულით. ვნახე თამაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ასე რომ სერბებს იოლი გასეირნება არ ელით ისრაელში,თუმცა რა თქმა უნდა გამოკვეთილი ფავორიტები იქნებიან :(
joko
15 სექტემბერი 2018 12:27
0
რა თქმა უნდა გეთანხმებით, ჩვენი შანსები სადღაც 0.1 პროცენტის მიდამოშია :) უბრალოდ ოპტიმისტურ განწყობას ვიქმნით. რაც შეეხება 0.1 პროცენტს, აქ ვგულისხმობ იმას რომ სერბეთს ისრაელთან გაცილებით სუსტი გუნდი ეყოლება რადგან ძირითადად ევროლიგის კალათბურთელები ყავს და ვერ მოახერხებენ შემდეგ თამაშებში მონაწილეობას და ასევე ბოგდანოვიჩი NBA ში არის და მითუმეტეს ვერ მოახერხებს. ასე რომ ეს 0.1 პროცენტი არის რომ სახლში საბერძნეთთან და გასვლითი ისრაელთან წააგოს. ფანტასტიკის სფეროა და ასევე თუ დაუმატებთ ამას რომ ჩვენ ბერძნებს ორივე უნდა მოუგოთ :)). მაგრამ მაინც ჩვენი მიზანი უნდა იყოს ყველა მატჩის მოგება და თუ ეს გამოვა მე პირადად ჩავთვლი რომ გავედით მსოფლიოზე :)))
joko
15 სექტემბერი 2018 12:16
0
ჩვენ უკვე ვართ, მსოფლიო ჩემპინატში ვმონაწილეობთ! აბა გერმანია, საბერძნეთი, სერბეთი, ისრაელი, ესტონეთი მსოფლიოს შემადგენელი ქვეყნები არ არიან? ))) ხან მოვიგებთ, გაგვიხარდება. ხან წავაგებთ, გვეწყინება. ასეა ეს წუთისოფელი!
aburjga
15 სექტემბერი 2018 09:58
1
თუ ყველას მომგები ვართ დდდ მაშინ ჯობდა ბერძნებს წაეგოთ რადგან ჩვენთან კიდე ორს წააგებდნენ(ფანტასტიკა) მერე გასვლას სერბებთანაც, ერთს გერმანიასთანაც ესეც 5 წაგება და გავიდოდით.დდდ და სერბები ვიღასან წააგებენ აწი? ჰა-ჰა ბერძნებთან(იმედია არ გგონიათ ისრაელთან და ესტონეთთან წააგებენ). ექნებათ 4 წაგება ჩვენსავით და ურთიერთ შეხვედრებით გვაჯობებენ.დ მაგარი ექსპერტები ხართ რა.დდდ
Mmm
14 სექტემბერი 2018 16:44
9
რა თქმა უნდა საბერძნეთის წაგება ჯობდა, ორს ჩვენ გვეთამაშებიან და თუ გასვლა გვინდა ხომ ორივე უნდა მოვუგოთ, ორს - უძლიერეს გერმანიას და ერთსაც - გასვლაზე სერბებს. სერბებს კი ბერძნებს გარდა მეტოქეებად სუსტი ესტონეთი ჰყავს და კიდევ ისრაელი, რომელსაც ჩვენც ვუგებთ. ამიტომ საქართველო მხოლოდ საბერძნეთის ხარჯზე შეძლებს გასვლას. სერბეთი ამ ჯგუფში არ ჩარჩება.
cotne
14 სექტემბერი 2018 21:24
0
ჩვენს გუნდში მიდის თაობათა ცვლა, აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ გავიდეთ, ეს კატასტროფა არ არი, თაობათა ცვლა ყველგან ხდება ყველა გუნდში, საბერძნეთთან თუ წავაგეთ მთავარია თამაში ვაჩვენოთ, თორე შემთხვევით რომ გავძვრეთ მსოფლიოზე იქ ყველა თამაში შეიძლება წავაგოთ, ასე რომ ლოდინი მოგვიწევს სანამ თაობათა ცვლა დამთავრდება და საბოლოოდ გუნდი მიიღებს ნორმალურ სახეს, აი მაგ დროს უკვე გუნდს მოეთხოვება, ეხლა კი უნდა ვუყურუოთ თამაშებს და ბევრი არ ვინერვიულოთ.
ხვიჩა
14 სექტემბერი 2018 16:30
2
მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არც ისე მარტივად გვაქ საქმე, ჩვენი ნაკების თამაშიტ ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ, უბრალოდ სერბეთთან კი არა ამერიკასთან არ უნდა ვაგებდეთ ასტრონომიული ანგარიშებით. ისრაელთან მოგება ძაან გამიხარდა, იმ დღეს ძაღლი მომიკლა მანქანამ და მაგარი მოწყენილი ვიყავი. გაიხარეთ ბიჭებო
toka
14 სექტემბერი 2018 13:31
0
Girseuli bichebi mshvenieri mcvrtnelit. Bolomde unda gverdshi dgoma cageba-mogebis miuxedavad.
Goga
14 სექტემბერი 2018 12:56
0
რა შანსი რის შანსი ეგ ყალბი ილუზიებია მერე რო იწვევს აგრესიას ქომაგებისგან ეგრე ქმნიდით მითებს სერბებთან თამაშის მერე და რა მოხდა კარგად გვახსოვს თამაშის მერე.ზღაპრებს თავი დავანებოთ ჯობია და ბიჭებს თავისი მაქსიმუმის გარჯა დაუფასოთ თორე თუ ბერძნებთან იგივე გამეორდა რაც სერბებთან სპორტული ჟურნალისტები კი მიიყუჩებით და მთელი აგრესია ზუროსზე და ბიჭებზე გადავა.არადა ნამდვილად კარგი სპეციალისტია უბრალოდ სრულყოფილი გუნდი აღარყავს.
qutaiseli
14 სექტემბერი 2018 12:29
6
ნუ იქმნით ყალბ ილუზიებს და ნუ იქმნით ყალბ იმედებს. რა უნდა მოხდეს?? სერბებმა ისრაელში წააგონ??? და ჩვენ ათენში მოვუგოთ საბერძნეთს?? და კიდევ სერბებმა სახლში წააგოს საბერძნეთან???
აგიწყვიათ ცხოვრება.
Vaja
14 სექტემბერი 2018 12:21
3
სამწუხაროდ შანსი მხოლოდ თეორიულია მსოფლიოზე გასვლის.
dato
14 სექტემბერი 2018 11:42
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული