დუდა სანაძე: მწვრთნელისგან მითითება გვქონდა და ამან შედეგი გამოიღო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ ისრაელთან (85:80) მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ახლა საბერძნეთთან თამაშზე არიან კონცენტრირებულები.

"მნიშვნელოვანი შრომა გავწიეთ და მთელი თამაში ერთად ვიმუშავეთ. მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.

გეგმის მიხედვით ვიმუშავეთ. ვიცოდით, რომ ფართან სამი ძლიერი კალათბურთელი გვყავდა: შენგელია, შერმადინი და ბითაძე. ვიცოდით, რომ როგორც სამწამიანიდან, ასევე პერიმეტრიდან ჩაგდება გვჭირდებოდა. მწვრთნელისგანაც გვქონდა მითითება, რომ თავისუფლად გვეთამაშა და ამან შედეგიც გამოიღო", - განაცხადა დუდა სანაძემ,
რომელიც თორნიკე შენგელიას შემდეგ ყველაზე შედეგიანი იყო.

შეგახსენებთ, რომ სანაძემ ისრაელთან შეხვედრაში 17 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას 16 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საბერძნეთთან გამართავს.

altსაქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს მიმართავს

altილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
მ/ჩ. შესარჩევი
#
გუნდი
2
საბერძნეთი
8
8
0
89
16
5
ისრაელი
8
3
5
-39
11
6
ესტონეთი
8
2
6
-113
10