მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და ახლა საბერძნეთთან თამაშზე არიან კონცენტრირებულები.
"მნიშვნელოვანი შრომა გავწიეთ და მთელი თამაში ერთად ვიმუშავეთ. მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და ახლა შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ.
გეგმის მიხედვით ვიმუშავეთ. ვიცოდით, რომ ფართან სამი ძლიერი კალათბურთელი გვყავდა: შენგელია, შერმადინი და ბითაძე. ვიცოდით, რომ როგორც სამწამიანიდან, ასევე პერიმეტრიდან ჩაგდება გვჭირდებოდა. მწვრთნელისგანაც გვქონდა მითითება, რომ თავისუფლად გვეთამაშა და ამან შედეგიც გამოიღო", - განაცხადა დუდა სანაძემ,
შეგახსენებთ, რომ სანაძემ ისრაელთან შეხვედრაში 17 ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები მომავალ შეხვედრას 16 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, საბერძნეთთან გამართავს.
საქართველო-საბერძნეთის მატჩის წინ კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს მიმართავს
რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!
საქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]