მეტ ჯენინგი: ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს უპირისპირდება. მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა.

- ისრაელთან თამაშის შემდეგ, ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. ვიცით, რომ სწრაფი თამაში უყვართ. საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ მითამაშია – ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის.

ისრაელთან თამაშის დროს გუნდურად ვმოქმედებდით, ასევე უნდა ვითამაშოთ საბერძნეთთანაც. ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯენინგმა.

შეგახსენებთ შეხვედრა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში
გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული