თორნიკე შენგელია: მოვუწოდებ ქომაგებს იაქტიურონ, რათა ბერძნებს ანშლაგით შევხვდეთ

AutoSharing Option
დღეს, 16 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე ჟურნალისტებთან კომანტარი გააკეთა თორნიკე შენგელიამ.

- ისრაელთან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ იმავეს გავაკეთებთ საბერძნეთთან და გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს და მოვუწოდებ ქომაგებს იაქტიურონ, რათა ბერძნებს ანშლაგით შევხვდეთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა.

შეგახსენებთ შეხვედრა 19:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა, თორნიკე. შენ თვითონ იაქტიურე
ძველი ბიჭი
12:39 16-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული