საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პირველი ტაიმი 11 ქულით მოუგო

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩის პირველი ტაიმი საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის 49:38 დასრულდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიწრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასაწყისში და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის სემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და 49:38.


მკითხველის კომენტარები / 4 /
რა იყო ეს ვერ გავიგე ჯერ ცინცაძემ აკეთა საოცრებები მარა ბოლოს იყო უმთავრესი საოცრება ჯარიმა არ აიღეს ცენტრში სამი წამით ადრე კალატესზე როცა შეგვეძლო ორი ეგეთი ფოლი აგვეღო.დდ
qutaiseli
21:08 16-09-2018
0
ვაჩუქეთ რა ბურთის გამოტანა ვერ ვისწავლეთ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული