საქართველოს ნაკრები დრამატულ მატჩში საბერძნეთთან 1 ქულის სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 85:86 დამარცხდა.

ისრაელთან შესანიშნავმა გამარჯვებამ ჩვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი გაუჩინა და თან, საბერძნეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და თბილისში წამყვანი კალათბურთელების ბურუსისის და პრინტეზისის გარეშე ჩამოვიდა. ამან ელადელებთან გამარჯვების შესაძლებლობა საქართველოს ეროვნულ გუნდს გაუზარდა და გულშემატკივარი იმედით აღავსო.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, ცინცაძე, ჯენინგი, სანაძე, შერმადინი.

თავიდანვე წაუვიდა შეტევაში თამაში შერმადინს. სამაგიეროდ ჩვენს გუნდს კალატესის
ჩაკეტვა უჭირდა. ჯენინგს კი პერიმეტრი
გადაუკეტეს. შუა პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ და სტუმართა მწვრთნელმა სკორტოპულოსმა წუთშესვენება აიღო.

ვერც ამან და ვერც სლუკასის მოედანზე შეშვებამ ვერ უშველა მოწინააღმდეგეს, ბითაძეც კარგად ჩაერთო თამაშში და პირველი პერიოდი 30:17 მოვიგეთ. ვერაფერს იტყვი, ჩინებული დასაწყისი იყო.

ზუროსმა პირველი მეოთხედის დასასრულს და მეორის დასაწყისში ლიდერები დაასვენა და სტუმრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება ვერ მოახერხეს, საჯარიმოებიც გააცუდეს და ტაბლოზე 37:20 აინთო.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ზედიზედ დავკარგეთ ბურთი, საკუთარ კალათში სამქულიანები მივიღეთ, ანგარიშში სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა, თუმცა ტაიმის ფინიში კარგი იყო და პირველი ტაიმი 49:38 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ცინცაძემ და ზუროსმა ტექნიკურები მიიღეს, კალატესი შეუჩერებელი იყო და მესამე მეოთხედი 12 ქულით წავაგეთ.

მეოთხე მეოთხედში თამაში ქულა ქულაში წავიდა, მერე საბერძნეთი 5 ქულით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრები 1:28 წამით ადრე 6 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმრებმა იმარჯვეს და უკანასკნელ წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვეს.

მიუხედავად წაგებისა, ჩვენი გუნდი თავდადებული თამაშისთვის უდავოდ მადლობას იმსახურებს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 17 ქულით ვიყავით წინ და ბოლოს 6 ქულას ვიგებდით...

ჩვენი გუნდიდან 22 ქულა შენგელიამ ჩააგდო (13-ჯერ მოხსნა ბურთი), 17-17 ბითაძემ და ჯენინგმა, 11 შერმადინმა, 8 სანაძემ, 7 ცინცაძემ და 3 ბოქოლიშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კალატესი იყო, რომელიც თავის გუნდს 31 ქულით შეეწია, 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 34 იყო.

altილიას ზუროსი: სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ქართულ კალათბურთს ძალიან კარგი მომავალი აქვს!

altბერძენთა თავკაცი: შენგელიას შეჩერება თითქმის შეუძლებელია

altნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

altმეტ ჯენინგი: ატმოსფერომ დიდი გავლენა იქონია თამაშზე

მკითხველის კომენტარები / 93 /
იმას არავინ ამბობს, რომ ის ჯარიმა შეტევაში, რომელიც ბერძნებს მისცეს და რომლის შემდეგაც 6 ქულით დავწინაურდით, ჩვენზე იყო ჯარიმა და ბერძნებს უნდა ესროლათ საჯარიმოები. მე ბრიტანელების წაყვანილ მატჩს ვუყურებდი და მათ ასე დაინახეს. მაგ მომენტში საჯარიმოებიც ჩვენ ვესროლეთ, იმიტომ რომ იმათმა მწვრთნელმა ტექნიკური მიიღო და მგონი ორქულიანიც დავამატეთ. არ გვეკუთვნოდა და ვერ მოვიგეთ. ჯენინგი მეტად უნდა გამოგვეყენებინა. ცინცაძეზე რაღა უნდა თქვა. ყველაფერთან ერთად არც გონება უჭრის. ჩვენ ფაქტიურად ბოლო 2 თუ 3 possession არ შეგვიტევია. ის შენგელიამ რომ გაისროლა, ეგ შეტევა არ იყო. სხვათა შორის ეს ახალი არ არის. ბოლო წუთებში სულ ასე გვემართებოდა.
odala
17 სექტემბერი 2018 18:02
5
ღმერთო,როგორ განვიცდი,სულ ტირილი მინდა,საშინელი ბოლო წუთები თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.
ნანა
17 სექტემბერი 2018 16:58
0
პირში ენა როგორ გიტრიალდებათ ან ხელი როგორ არ აგიკანკალდებათ ამ ბიჭების და ზუროსის სასაყვედუროდ, ფუი, არაფრის ღირსნი არა ვართ, რა თამაში გვიჩვენეს, რა შოუ დადგეს ბიჭებმა და ამათ საყვედურობთ? მერე რა, რომ წავაგეთ, იმ თავდადებას როგორ უკარგავთ, არ გრცხვენიათ მართლა ვაი თუ ვუიგულშემატკივრებო?!
ბმბ
17 სექტემბერი 2018 15:22
7
ლევანს.
აუჰ ლევან,ეგ რა გამახსენე!გახსოვს 16 წლის დერიუგინმა რა დღეში ჩაყარა ბელოსტენნი და ტკაჩენკო?ორივე ევროპის საუკეთესო ცენტრები იყვნენ უკვე ამ დროს,სიმაღლით 216 და 220 სმ .და ამ ჯერ კიდევ ლაწირაკმა,პირველივე ტაიმში 4-4 ჯარიმა აჰკიდა ორივეს.დარბაზი გიჟს ჰგავდა,ბელოსტენნი და ტკაჩენკო კი მართლა გაგიჟებულები იყვნენ.სპორტის სასახლე ირყეოდა ხოლმე და აქამდე როგორ დგას,საოცარია.
სოსო
17 სექტემბერი 2018 21:12
0
ჯიგარი ხარ. ყველა შენსავით რომ ფიქრობდეს, არა მარტო კალათბურთი, სპორტის სხვა სახეობებიც წინ წასული იქნებოდა. 50 წლამდე ბევრი აღარ მიკლია. ბავშვობიდან დავდივარ კალათბურთზე. კოლია დერიუგინის დროინდელი "დინამო" მახსოვს. სპორტის სასახლის ზანზარი, პოლიციის და ჯარის კორდონები, უდიდესი გულშემატკივრობა: "დინამო"-ცსკა, "დინამო"-"ჟალგირისი", "დინამო"-სტროიტელი", "დინამო"-"სპარტაკი"... იმის მერე ასეთი ჟინი არ მინახავს. მადლობა ზუროსს, მადლობა ყველა კალათბურთელს, მადლობა ამ სანახაობის მომწყობებს, მადლობა სპორტის სასახლის ხელმძღვანელობას, ან კალათბურთის ფედერაციას(ალბათ ორივეს ერთად). მადლობა იმ ნერვიულობიათვის, რისთვისაც ღირს სპორტის გუნდური სახეობის ყურება. კალათბურთს ვერცერთი სახეობა ვერ შეედრება დაძაბულობით. მთელი თამაში, ყოველი წუთი მუღამში ხარ. ადრენალინი მაქსიმუმზეა. წარმატებები. ყოველ სეზონში თუნდაც თითო ასეთი მატჩი უკვე ბევრს ნიშნავს
ლევანი
17 სექტემბერი 2018 17:59
4
წაგებას ბევრი მიზეზი ჰქონდა, სუბიექტურიც და ობიექტურიც... ჯარიმის აღება არასგზით შეიძლებოდა - მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე ტექნიკურს ვერ ავცდებოდით (ამდენი ტექნიკური ერთ მატჩში არც მახსენდება) და ეს გარანტირებული წაგება იყო... როცა ერთ ქულას იგებ, შეტებაზე მეტად დაცვა გჭირდება და ამ დროს ბოლო წამებზე ბურთს ისე კარგავ, რომ მეტოქეს შენს ფართან ორი ერთზე ტოვებ - ვინ გაპატიებს?!... რომც ჩაგვეგდო, ბერძნებს 3 ქულიანი მაინც უშველიდათ გასათანაბრებლად და ამ დროს ჩვენი ფარი მოშიშვლებული უნდა ყოფილიყო?!... არ ვუცდიდით ბერძნების სწრაფ შეტევას?!... რატომ აღარავის შერჩა უკან სასწრაფოდ დასაბრუნებელი ძალა და ენერგია?!... დაღლილები იყვნენ?!... რატომღაც, დასვენებულები რომ ყოფილიყვნენ... ჰოდა მთავარ სათქმელთანაც მივედით(ჩემი სუბიექტური აზრით, რათქმაუნდა).... დალოცვილო, როცა არაქათი გამოცლილი გაქვს, როცა მშვენივრად იცი შენი მოკლე სათადარიგო სკამის ამბავი და ასევე მშვენივრად იცი, რომ შეუცვლელი ხარ, იმის ნაცვლად, რომ ძალებს მოუფრთხილდე და ოდნავ მაინც სული მოითქვა, შენ რას აკეთებ?!... მთელი ძალით ხტები 100 კილოიანი კაცი და მეორე 100 კილოიანს მკერდით ასკდები როგორც მდედრის თავმოსაწონებლად ნაადრევად ატეხილი ორი მამალი ჯიხვი... რა საჭიროა ეს ქარიზმატული თვითგვემები, როცა შენი ერთი ხელის აქნევაზე მთელი დარბაზი ისედაც ფეხზე დგას?!... კალატესმა ლამის მარტომ დაგვამარცხა, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში ძარღვი არ შესტოკებია სახეზე, სამაგიეროდ თამაშის მერე ისიც და დანარჩენი ბერძნებიც ისე ხარობდნენ, გეგონება, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოეგოთ... ეს პროფესიონალიზმია... სწორედ ის პროფესიონალიზმი, რომელიც გენებში ვერავის ექნება, რადგან მთელი კარიერის განმავლობაში უნდა სწავლობდე და ხვეწდე... ეს ის პროფესიონალიზმია, რომლის გარეშე ნბა-ში არავინ მიგასუნინებს, ევროპაში სულაც ვარსკვლავებს რომ წყვეტდე ციდან და სწორედ შენგელიასა და ბითაძეს უნდა ჰქონდეთ ნბა-ში თამაშის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დასაბუთებული სურვილი და ამბიცია... ნბა-ში კი მეოთხედი მთელი ორი წუთით გრძელია და ხშირად გვინახავს, რომ იქაური ლიდერები ოვერტაიმშიც ისევე აგრძელებენ ფრენას, თითქოს იქამდე 4 მეოთხედი არც ეთამაშოთ... ზოგიერთი მათგანი მოცურავესავით ტანსაც კი იპარსავს, რომ ჰაერთან ხახუნის ძალა მინიმუმამდე დაიყვანოს და მთელი ძალა და ენერგია მხოლოდ სასრგებლო მოძრაობაზე დახარჯოს... სწორედ ასეთ მოთხოვნებს წაუყენებენ თორნიკე შენგელიას, რადგან მას ზოგიერთივით დრო არ სჭირდება ერთი ფარიდან მეორემდე მისვლაში, ნიჭთან და ქარიზმასთან ერთად ბარე ორ აფროამერიკელზე უკეთესი და იდეალურთან მიახლოებული ფიზიკური მონაცემები აქვს და სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მისგან მაქსიმუმს ამოიღებენ მთელი 48 წუთის განმავლობაში, იქამდე სკამის ხეხვა მოუწევს ნბა-ში, რაც უკვე გამოცდილი აქვს და აღარასგზით ვუსურვებ... გახსოვთ, როგორ დაიწყო თამაში?!... ეს იყო ბრწყინვალე ერთჯერადი შოუ, რომელსაც ბერძნები უნდა დაეთრგუნა და ქართველები გამარჯვების ჟინით აენთო და რომელმაც მშვენივრად იმუშავა ფაქტიურად მთელი მატჩის განმავლობაში... რატომ ვეღარ ვიხილეთ იგივე დარჩენილ დროში, გვაწყენდა?!... ასეთი "პარაშუტებ"-ის დაკიდება ცინცაძეს მთელი თამაშის განმავლობაში შეუძლია და ვიქტორ სანიკიძე სიბერეშიც კი ახერხებდა სტარტზე რამოდენიმეჯერ გაფრენას, მაგრამ მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად ის შეუცვლელი არ ყოფილა, თორნიკე კი შეუცვლელია - მას დაღლის უფლება არ აქვს! მისი ლიდერობით ჩვენს ნაკრებს შეუძლია, ევროპის ნებისმიერ გრანდს ტოლ-სწორად ეთამაშოს და მის გარეშე კი მთელი თამაშის განმავლობაში მოპოვებული უპირატესობა გაანიავოს ან სულაც 40 ქულით დამარცხდეს უშუალო კონკურენტთან პრინციპულ ბრძოლაში... მეც და დარწმუნებული ვარ, ბევრ გულშემატკივარსაც, სწორედ ასეთი შოუების გამო გვიყვარს კალათბურთი და ერთი ასეთი მომენტის ყურება, იქნებ, მთელი მატჩის ყურებადაც გვიღირდეს, მაგრამ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ასეთი გაფრენებისთვის და შემდეგ მეტოქის ფარზე გაკეთებული აზიდვებისთვის მთელი თამაშის განმავლობაში ძალა ვერავის ეყოფა - ჩვენ კი ლიდერები მთელი თამაშის განმავლობაში გვჭირდება, სხვაფრივ არაფერი გამოგვდის, სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს... თორემ ბერძნები სულაც ულიდერებოდ ჩამობრძანდნენ და რა ახლოს ვიყავით ამ თავდაჯერებულად გაყოყოჩებული ჟესტისთვის ღირსეული პასუხის გასაცემად... საწყენად და მითუმეტეს, ნიშნის მოგებით არ ვწერ, გულისტკივილით ვწერ...

p.s. საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი და იმავდროულად ტრაგიკული მარაბდის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ წავაგეთ, რომ ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, შერჩენილი ძალები არ დავზოგეთ და ყიზილბაშების მაშველ ძალას ნაალაფარის დატვირთვაში ქანცგაწყვეტილები დავუხვდით. მარაბდა ისტორიაც არის და მწარე გაკვეთილიც. მარაბდა აღარ გვინდა. ჩვენ დიდგორზე უნდა ავიღოთ სწორება - სპორტშიც და ცხოვრებაშიც, შეუძლებელი არაფერია!!!
მ. ტ.
17 სექტემბერი 2018 12:56
1
ვაშა ამ ახალ საქართველოს! ვაშა შენებას!
ყანწი!
zaza
17 სექტემბერი 2018 19:55
5
მადლობა კვალიფიციური ანალიზისთვის. ნეტავ ჩვენი მწვრთნელები როდის შეძლებენ ასე ზუსტად თამაშის გარჩევას.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17 სექტემბერი 2018 15:19
0
ცინცაძე არ არის ბოლო წუთების მოთამაშე და ვერ გაიგო ეს ზუროსმა. დასანანი ის კი არ არის მხოლოდ რომ წავაგეთ, დასანანია ასე სულელურად წაგება! რიგითი გულშემატკივარი რომ ვხვდები ამას, ზუროსი ვერ ხვდება? იტყვიან კიდე მაგარი მწრთვნელიაო, უპატიებელ ტექნიკურებს იღებს
ლაშა
17 სექტემბერი 2018 11:41
6
ვინც მწვრთნელ აკრიტიკებს, მეეჭვება კალათბურთში საერთოდ ერკვეოდეს. ის შეცდომები, რაც კალათბურთელებმა დაუშვეს მხოლოდ მათი ინდივიდუალური შეცდომებია. ცინცაძე არ არის მაღალი დონის გამთამაშებელი და მას დიქსონი ბევრად ჯობდა, მაგრამ სხვა არ გვყავს. ეს ფაცაციას შეცვლაზე შემოსვლამაც გვიჩვენა. მეტი პასი უნდა მიეცათ ჯენინგისთვის, რომელიც ჩვენ ნაკრებში საუკეთესო მსროლელია. აქაც კონკურენტის შიშმა და საკუთარ გულშემატკივართან თავის გამოჩენის სურვილმა გვაზარალა. 4-5 ჯერ ჯენინგი ისეთ პოზიციაზე "იხსნებოდა" 100%-ით ჩააგდებდა. მაგრამ რატომღაც ცინცაძემ ან თავად ისროლა, ან სხვას მისცა პასი. მოკლედ, თაობათა ცვლის პერიოდში მართლა კარგ შედეგს უნდა ველოდეთ. ზუროსი საუკეთესოა
გოგა
17 სექტემბერი 2018 11:21
2
და მაგ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა წაიყვანოს მწვრთნელმა თამაში და დაალაგოს შემადგენლობა და არა ისე რომ ცინცაძის დასასვენებლად ფაცაცია შემოუშვა რომელიც აშკარად დათრგუნული იყო.
???
17 სექტემბერი 2018 16:00
0
კარგი და კალატესის მთელი თამაშის მანძილზე მარტო დატოვება ვისი ბრალია? მოთამაშეების? და მერე ერთხელ მაინც ვინმემ ხომ უნდა უთხრას?
ამოგვტენა სამქულიანებით!
არისტო
17 სექტემბერი 2018 13:09
1
ბევრი ცრემლიანი თვალი ვნახე სპორტის სასახლეში... ცრემლთან ერთად სიამაყეც იყო!!!
tngh
17 სექტემბერი 2018 11:05
1
ჩვენს გუნდში უმრავლესობა არაპროფისიონალია თავისი საქმის და თითო ოროლა პროფია, ცინცაძემ ჩააბარა ბურთი მეტოქეს და საერთოდ დიდი ხანია ის ნაკრებში საერთოდ არ არი საჭირო მოსაშორებელია დიდი ხანია უკვე და არამარტო ის არამედ ბევრი სხვაც, შენგელიას აზროვნება არ არი ისეთი როგორც უნდა ჰქონდეს კალათბურთელს რომელსაც ნბაში თამაში სურს, ბოლო წამებზე სამქულიანი იყო სრული სიბეცე, მოკლედ გაიმარჯვა საბერძნეთის ნაკრებმა რომელიც უფრო პროფებით არის დაკომპლეკტებული და უფრო უკეთესად აზროვნებენ თამაშის დროს.
ხვიჩა
17 სექტემბერი 2018 10:54
4
და რა უნდა ექნა შენგელიას? დრო იყო ამოწურული და უნდა დაედო ბურთი და დაბრუნებულიყვნენ დაცვაში (შეიძლება ჯობდა), მაგრამ სროლაც სწორი იყო მაგ მომენტში - გადმოვარდნილზე უნდა ეაქტიურათ ჩვენებს ოღონდ. შეცდომა მანამდე იყო შეტევაში პასიურობა და დავისაჯეთ კიდეც ტაქტიკურად გაუთვლელი თამაშისთვის.
???
17 სექტემბერი 2018 16:07
0
კარგია რომ შემგელიაზეც უკეთესები გვყავდეს,მაგრამ ვერ ვპოულობთ.თუ მიგვასწავლი ვინმესთან,მთელი საქართველო მადლიერი დაგჩებათ.კარგი რა დალოცვილებო,რაღა დროს ზაზა,წავიდესო,შენგელია ვერ ვარგობსო,ცინცაძეს ბურთი თვალით არ უნახავსო,ამას თავის მოჭრაო და იმას ჩამოხრჩობაო.ისე სწერთ,თითქოს მათი კლასის მოთამაშეები დუჟინობით იყვნენ საქართველოში.ცინცაძეს ღირსეული შემცვლელი რომ ჰყოლოდა,რომელიც დამატებით სამ წუთს მაინც დაასვენებდა,ეს თამაში მოგებული იყო,მაგრამ სადა გვყავს?ასაკობრივი ნაკრებები კატასტროფაა და მაგაზე იყვირეთ,თუ ყვირილი გინდათ.
სოსო
17 სექტემბერი 2018 14:34
0
ყველა გამოხმაურება
დიდი მადლობა ბიჭებს და ზუროსს თავდადებისათვის. ჩემი აზრით, თუ რამდენიმე საკითხს გავითვალისწინებდით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლებოდა.
1) ფედერაციამ არ გააკეთა საკმარისი, რომ ფაჩულიას და დიქსონს ეს შესარჩევი ციკლი ჩაემთავრებია. არადა დიქსონი და ცინცაძე ძალიან ავსებდნენ ერთმანეთს.
2) კარგი მოთამაშეა ჯენინგსი, მაგრამ ჩვენ უფრო გამთამაშებელი გვჭირდებოდა, რომ ცინცაძეს შენაცვლებოდა.
3) კაცი დაბერდა და ბურთის ტარება ვერ ისწავლა, მოაშორეთ ეს ფაცაცია ნაკრებს - რამდენიმე წუთს ანდრონიკაშვილი უკეთესად ითამაშებდა და ცინცაძეს დასვენების საშუალებას მისცემდა.
4) ზუროსი კარგი სპეციალისტია, მაგრამ უფრო დაცვის კუთხით. შეტევაში საქართველოს ნაკრებს უჭირს და ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ჩვენი კალათბურთელები ძირითადად დგანან. მოძრაობს ძირითადად ის ვისაც ბურთი აქვს. გუნდს არ გააჩნია კოლექტიური მოძრაობა, კალათბურთელები იშვიათად ეხსნებიან ერთმანეთს, ისიც ერთეულები. არადა ამ დროს სამი-ოთხი კალათბურთელი განუწყვეტლივ უნდა გადაადგილდებოდეს და ეძებდეს თავისუფალ და ხელსაყრელ ადგილს. ნაკლებია დროული მანევრები და საერთოდ ჩვენ გუნდს მობილურობა აკლია. ლამის გატასტროფა გახდა ჩვენთვის მეტოქის პრესინგი. არადა ელემენტარული გუნდური მოძრაობა ამ პრესინგს ადვილად დაგვაძლევიებდა.
კოკო
17 სექტემბერი 2018 10:51
1
როდესაც მთელი გუნდი მოძრაობს კარგია მაგრამ ჩვენები ამას ვერ შეძლებენ რადგან მალე იღლებიან
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
17 სექტემბერი 2018 15:28
0
ე ბიჭო, ფეხბურთის თამაშიც გეცადათ იმ მკვდრების ნაცვლად...
გიორგი
17 სექტემბერი 2018 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული