კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ნიკ კალატესი: კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩავატარე

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების კალათბურთელმა ნიკ კალატესმა საქართველოს დამარცხების (86:85) შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- რთული თამაში იყო ორივე გუნდისთვის, საქართელოს ნაკრებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. პირველ ტაიმში ჩვენ 17 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა მეორე ნახევარში კარგი დაცვით მოვახერხეთ შედეგის აღმოფხვრა.

მეორე ნახევარში მსაჯის სწორი გადაწყვეტილებით და ტაქტიკური მონახაზით, მე და სლუკასს მეტი თავისუფლება მოგვეცა და მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ თავი.

ბოლო მეოთხედის ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრები გვიგებდა 6 ქულით, ჩვენ ვთამაშობდით პრესინგს და მაქსიმალურად შევზღუდეთ ისინი, რამაც მათი დაბნევა გამოიწვია და შენგელიამ ბოლო ბურთი ვერ
ჩააგდო.

ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემთვის, თუმცა მქონდა უფრო მნიშვნელოვანი მატჩები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა შედეგიანობით ეს იყო საუკეთესო მატჩი ჩემს კარიერაში.

ასევე დაგაინტერესებთ