ისრაელმა სერბეთს 83:74 სძლია

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ისრაელმა თელ-ავივში სერბეთი 83:74 დაამარცხა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მასპინძლებმა ბოლო მეოთხედი 10 ქულით მოიგეს და გამარჯვება მოიპოვეს.

18 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მასპინძელთა ლიდერი გაი პნინი იყო, ხოლო სერბმა დრაგან მილოსავლევიეჩმა 17 ქულა ჩააგდო.

ჯგუფში მესამე ადგილზე მყოფ სერბეთს 5 მოგება აქვს, ისრაელს კი 4.

საქართველოს ნაკრებს 3 მოგება აქვს და დღეს ტალინში ესტონეთს შეხვდება.

პარალელურ მატჩში ერთმანეთს დაუმარცხებელი საბერძნეთი და გერმანია შეხვდებიან.

3 დეკემბერს საქართველო ისრაელს, სერბეთი კი საბერძნეთს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან
3 გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რანაირად,
Mindi
00:32 01-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული