შესანიშნავი ტრიო - საქართველომ ესტონეთს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ტალინში ესტონეთს 80:73 სძლია.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

უკვე მესამე წუთზე ესტონელებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს, საქართველოს ნაკრებს შეტევაში თამაში უჭირდა, ზუროსმა ჩვენი კოზირის, სიმაღლის გამოსაყენებლად ბურჯანაძე ბითაძით შეცვალა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. პირველი მეოთხედი 19:22 დასრულდა.

აშკარად სჯაბნიდა ჩვენი გუნდი მეტოქეს ფარზე და მეორე პერიოდის შუაში 8 ქულით გაიჭრა წინ, პირველი ტაიმი კი 32:41 დასრულდა.

მესამე პერიოდის დასაწყისში მასპინძლებმა 1
ქულამდე მოახერხეს ანგარიშში სხვაობის შემცირება, თუმცა კარგმა დაცვამ შედეგი გამოიღო და გადამწყვეტი პერიოდის წინ საქართველოს ნაკრები 8 ქულით გაიჭრა წინ.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, გამორჩეული კი შერმადინი იყო.

ისევ ცუდად დაიწყო ჩვენმა გუნდმა ტაიმი, ესტონეთმა 4 ქულამდე შეამცირა სხვაობა და ისევ მოხერხდა გაქცევა და გავიმარჯვეთ.

გავიმარჯვეთ ცენტრების და მაკფადენის კარგი თამაშით: შერმადინმა 23 ქულა ჩააგდო (11 მოხსნა), ბითაძემ 19 ქულა (11 მოხსნა), მაკფადენმა 19 ქულა, 7 სანაძემ, 7 ცინცაძემ, 3 ფაცაციამ, 2 კი ბერიშვილმა.

3 დეკემბერს საქართველოს ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს, რომელმაც დღეს სერბეთი დაამარცხა.

altსაქართველო-ისრაელის მატჩის ბილეთების ყიდვა უკვე სალაროებშიც შეიძლება

altსაქართველოს ნაკრების თეორიული შანსი პრაქტიკულში გადაიზარდა

altზუროსი: ბითაძე მსოფლიოს მასშტაბის ტალანტია - ისრაელთან უფრო რთული თამაში გველის

altესტონელები იმედგაცრუებულნი არიან - ჩვენმა ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა საქართველოსთან ვაჟკაცურად ვერ იბრძოლა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ტედი კარგი იყო, ბითაძეც უფრო თამამი და ფიზიკურადაც მოძლიერებულა.. აგერ სერბეთმაც წააგო და რა დასანანია ჩვენი მოგებული თამაშის წაგება ბერძნებთან. ძალიან დასანანი... :(
BIANKONERI
23:36 30-11-2018
2
ჩაკვეტაძემ ვერ გაიტანა?
ჯერი
23:29 30-11-2018
45

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული