ზუროსი: ბითაძე მსოფლიოს მასშტაბის ტალანტია - ისრაელთან უფრო რთული თამაში გველის

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში ესტონეთის დამარცხების (80:73) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისაუბრა:

ის კალათბურთი ვერ ვითამაშეთ, რაც შეგვიძლია. ამის მიზეზი ის არის, რომ არ გვქონდა მატჩისთვის სრულყოფილად მომზადების დრო. ამასთან, ესტონეთი სხვა სტილის ნაკრებია. მოძრავია და პერიმეტრიდან შესანიშნავად სტყორცნის. ასეთი გუნდების დაჭერა ყოველთვის რთულია. ხელს ისიც გვიშლიდა, რომ გვქონდა მცირე ტრავმები…

მადლობა ჩემს კალათბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. აქამდე იშვიათად უწევდათ ორ ტანმაღალ ცენტრს, გიორგი შერმადინსა და გოგა ბითაძეს ერთმანეთის გვერდით თამაში.
ესტონეთში დიდი დროის განმავლობაში ორივე მოედანზე იყო და მათი ურთიერთქმედებით კმაყოფილი ვარ. გოგა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბის დიდი ტალანტია და ეს დღესაც დაამტკიცა. მათთვის რთული იყო ტანდაბალი, სწრაფი მეტოქეების დევნა, მაგრამ თავი ყველა დავალებას კარგად გაართვეს და ფარქვეშ დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ.

კიდევ უფრო რთული ბრძოლა გველის 3 დეკემბერს თბილისში, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა შინ თამაში საქართველოს ნაკრების დიდი უპირატესობაა, რადგან სპორტის სასახლე ბოლომდე ივსება და იმედს ვიტოვებ, რომ ამჯერადაც ლამაზი დარბაზისა და ლამაზი თამაშის მომსწრენი გავხდებით"

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული