არის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგ მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე.

პირველი მეოთხედი 9:11 წავაგეთ, ტაიმი კი 34:30 მოვიგეთ.

მესამე პერიოდში ჩვენი გუნდი წინ გაიჭრა, მაგრამ პერიოდი მხოლოდ 1 ქულით მოიგო. მატჩის ძირითადი დრო 64:64 დასრულდა, ოვერტაიმის
ბოლო წამზე კი შერმადინმა გამარჯვება საქართველოს ნაკრებს მოუპოვა.

ბითაძემ 18 ქულა ჩააგდო (7 მოხსნა), ცინცაძემ 14, შერმადინმა 10 (11 მოხსნა)), მაკფადენმა 9, სანაძემ 8, ბურჯანაძემ 6, ფაცაციამ 3, ბერიშვილმა 3.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით კოენი იყო, რომელმაც 8-ჯერ მოხსნა ბურთი.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 თებერვალს სტუმრად საბერძნეთთან ჩაატარებს.

დღეს მოგვიანებით სერბეთი საბერძნეთს მასპინძლობს.

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ


altსაქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო

altტომერ გინატი: მაღალი კალათბურთელების წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ კარგად

altილიას ზუროსი: მე ვგრძნობ ქართულ სულს!

altებრაელთა თავკაცი: არასწორი მსაჯობა იყო


მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გიხარიათ??? ეხლა ვაფშე აღარავის აღარ შეგიშვებენ :DDDDDDDDDDDDDDDDDD
SS
06 დეკემბერი 2018 09:27
0
ადმინ,მთავრობამ საკუთარ სივრცეში მარიხუანის მოხმარება დაუშვა,მაგრამ დაბოლილების პოსტებს რომ უშვებთ და ძალიან ბევრ ,მართლა გულშემატკივრის პოსტსა ბლოკავთ,ეს რაღას ნიშნავს?ერთხელ ხუმრობა გამიგია,აჰა,ორჯერაც,მაგრამ ასეთი გამუდმებული და თანაც ასე უშნო?გააჩერეთ რა!
სოსო
04 დეკემბერი 2018 12:34
1
ეს ლონდარიძე ზუროსს მარტო პირსახოცის საქნევად ჭირდება თუ მე ვერ ვგებულობ რამეს:)
?
04 დეკემბერი 2018 11:56
0
კოკოშკოვი ვერანაირად ვერ ჯობდა ზუროს რადგან იმ გუნდით უფრო დიდი შედეგის დადება შეიძლებოდა როგორც ეს უკრაინის უფრო სუსტმა ნაკრებმა მოახერხა მაშვინ თავის ამერიკელ მწვრთნელთან ერთად. ყველაფერში შედეგია მთავარი შედეგი და შედეგი რა ქონდა უკრაინას მსოფლიოზე ითამაშა ისეთი გუნდით რომელსაც ჩვენი ნაკრები ერთი თავით ჯობდა ანუ მწვრთნელის ფაქტორმა ითამაშა მანდ დიდი როლი ის ამერიკელი ჩვენ რო გვყოლოდა იმ პერიოდში თავისუფლად შეგვეძლო როგორც ოთხეულში შესვლა ისე მსოფლიოზე თამაში თორე დღეს რაც ნაკრები გყავს იმით შეიძლება ევროპაზეც ვერ გახვიდე ასე რო ზუროსის ბრალი აქ ძალიან მწირია თუ ნულის ტოლი არა.გუნდში აღარ გყავს ფაჩულია სანიკიძე ცქიტიშვილი მარკოიშვილი ამერიკელი დიქსონი ისე ვეღარ თამაშობს ცინცაძე შენგელიას გარდა მთელი პირველი ხუთეული რა.
qutaiseli
04 დეკემბერი 2018 11:23
2
იმ ჩემპიონატში, შედარებითი წარუმატებლობის მიზეზი ტურნირის წინ,ან უშუალოდ ტურნირზე მიღებული ტრავმები იყო.ძირითდი ხუთეულის სამი მოთამაშე ან უვარჯიშებელი იყო,ან ტრავმიანი თამაშობდა.სკამი კი, ძალიან მოკლე გვქონდა და ვეღარც გადაწყობა მოესწრო.ისე ბიჭები იქაც სრულად დაიხარჯნენ,უფრო მეტადაც კი.ნაკრები კი მართლაც ძალიან ძლიერი გვყავდა.
სოსო
04 დეკემბერი 2018 12:26
0
თამაშის ხარისხია ძალიან დაბალი, არანაირი კომბინაცია, მთელი თამაში ცინცაძეს მეტხანს უჭირავს ბურთი, ვიდრე დანარჩენ კალათბურთელებს ერთად, არ ახტეთ და დახტეთ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ნაკრები არ გვყავს ნამდვილად.
dato
04 დეკემბერი 2018 11:18
0
ვერ გამიგია რომელ პრაქტიკულ შანსზე წერთ?! ე.ი. ჩვენ უნდა გავიდეთ მსოფლიოზე და სერბეთი ვერა? ორი თამაშის ჯამში მგონი 50 ქულით მოგვიგო და ჩვენ ვიმსახურებთ მაგათ მაგივრად გასვლას? ერთი ფაჩულია იმსახურებდა როდესმე დურანტის ან ლეონარდის მაგივრად "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მონაწილეობას და მეორე ეხლა ეს ნაკრები სერბების მაგივრად მსოფლიოზე გასვლას...ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ თუ არ გადავეჩვევით ამ ყალბი ლოზუნგებით ცხოვრებას! ყველაფერში პროფესიონალიზმია საჭირო! ვუყურებდი ანდრონიკაშვილს და ეს ბავშვი უკვე გაფუჭებულია, რა გამარიაჟებს შვილო?! ბითაძემ თავს უშველა ამათ რომ მოშორდა. ცინცაძეზე აღარაფრის თქმა აღარ ღირს...დღემდე ვერ გამირკვევია რითი ჯობს ზუროსი კოკოშკოვს!!!! ქართული სულის სადღეგრხელოებს რომ იძახის მაგიტომ??? მოკლედ რა, დიდი მოხერება უნდოდა ჩვენს სპორტულ ფედერაციებში თავმოყრილი უვიცების და ფულისტების მოკრებას და განწესებას (გამონაკლისია ძალოსნობა და ერთი-ორი ფედერაცია)!
პაატა
04 დეკემბერი 2018 01:24
25
ნუ ამძიმებ დედამიწას
დათო
04 დეკემბერი 2018 12:20
3
შენ,თუ შენი არ გიყვარს,სხვას სულ ფეხებზე ჰკიდიხარ და მთელი ისტორია,ამას გვასწავლის.გულშემატკივარი!სიტყვას დაუფიქრდი რას ნიშნავს და ობიექტურობა მერე მოითხოვე.ყვავი რომ ყვავია,იმასაც თავისი ბახალა ურჩევნია, სხვის ბულბულს და რა პროფესიონალიზმზე ლაპარაკობ?სერბიამ კი,გვაჯობა,იმ ახალ შეკრებილ ჯგუფს,ნაკრები რომ დავარქვით,მაგრამ თუ საბოლოო ჯამში მათზე წინ აღმოვჩნდებოდით,რა,არ უნდა გვეთამაშა მსოფლიოზე?ცხრილი ხომ ყველა თამაშის ერთობლიობით ყალიბდება და თუ გავუსწრებდით,რატომ იქნებოდა სასირცხვილო?რა,რაიმე მოვიპარეთ?ან რატის რას ერჩი დალოცვილო,4 წუთი ითამაშა,ცინცაძე დაასვენა და არაფერი გაუფუჭებია.17 წლის ბიჭისაგან მეტს რაღას მოითხოვ,ან გყავს ვინმე მასზე უკეთესი?გეთანხმები,რომ ციცნცაძეც ვერ არის ფორმაში,მაგრამ რა მნიშვნელობის სამიანები ჩაყარა,ეგეც არაფერი?ნახე სად თამაშობენ ჩვენი ბიჭები და შეადარე თუნდაც ებრაელი კალათბურთელების გუნდებს,მართლა ორმაგად იხარჯებიან და არ უნდა დაინახო?კოკოშკოვმა კი კონტრაქტი ამოწურა და შემდეგ თავის ქვეყანაში წავიდა/ვინმეს უთქვამს,რომ ცუდი მწვრთნელი ხარ და წადიო?სამშობლომ დაუძახა და გაამარჯვებინა კიდეც.ღმერთმა გაუმარჯოს.ასევე ზუროსიც ძალიან მაგარი სპეციალისტია და შენს გარდა მგონი არც არავის შეუდარებია ისინი ერთმანეთისათვის.ორივე ძალიან მაგარია,მაგრამ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული.ღმერთმა ამასაც გაუმარჯოს.მთელ სულსა და გულს დებს თამაშში და ნაკრებში.ჰო,კიდევ ზაზა ფაჩულიაზე.ზაზამ თვითონაც კარგად იცოდა და ჩვენც,რომ სხვები მასზე ძლიერები იყვნენ,მაგრამ ყველას თავისი უხარია და ჩვენც ჩვენის დანახვა გვინდოდა იქ.ეს ზაზას არ უთხოვია და გულშემატკივარმა მისი სიყვარული ასე გამოხატა.ის შემადგენლობები სიმპათიების მიხედვით დგინდება და ჩვენ ჩვენი გამოვხატეთ.ჩვენ ეს არაფრად გვიღირდა,მაგრამ ზაზას გულშიც ჩაიხედეთ,რას იგრძნობდა ამის შემხედვარე.მისთვის მთავარი იქ თამაში კი არა,სწორედ ეს სიყვარულის გამოცხადება იყო და მჯერა, ამას ორამაგად გადაუხდის ქვეყანას.თითქმის ნაღდია,რომ ჯგუფიდან ვერ გავალთ,მაგრამ ამ ბიჭებს რომ ვუყურებ,მეამაყება.იმიტომ, რომ მახსოვს როგორ ითამაშეს ის პირველი თამაშები,თუნდაც სერბიასთან და როგორ მებრძოლ კოლექტივად ჩამოყალიბდა ამ მოკლე დროში.ორი კვირა ერთად ვარჯიშის საშუალება მაინც რომ ჰქონოდათ,ახლა სერბიაზე წინ ვიქნებოდით,დარწმუნებული ვარ.
სოსო
04 დეკემბერი 2018 12:04
4
ყველა გამოხმაურება
მოიგო სერბეთმა ბერძნებთან. უშანსოდ ვართ. ვეღარ გავდივართ მსოფლიოზე. მაინც დიდი მადლობა გუნდს თავდადებული თამაშისათვის. აი ბითაძე და თოკოც ნბაში რომ წავლენ მერე რისი იმედი უნდა გვქონდეს ესეთი ფორმატის შესარჩევში? ევრობასკეტიც სანარტელი გაგვიხდება
Tornike
04 დეკემბერი 2018 01:09
1
მადლობა ბიჭებს და მადლობა ბატონ ილიასს!!!
შალვა 73
03 დეკემბერი 2018 23:29
1
რა ,,პარაქტიკულ შანსზე" ლაპარაკობთ?! ჩვენთან მოიკლეს თავი მაინდამაინც ბერძნებმა, დღეს კი სერბეთში გაასხავენ უპირობოდ და ეგ იქნება ჩვენი ვითომ შანსებიც!
bs
03 დეკემბერი 2018 23:28
4
გილოცავთ გამარჯვებას,მაგრამ ამდენი წუნი ინდივიდუალურ თამაშში,შეუთამაშებლობას ვერ დაჰბრალდება.ბიჭებმა სული და გული ჩადეს,მაგრამ ამდენი უხეში შეცდომა და დაკარგვა,არაფრით არ შეიძლება.გასაგებია რომ ბევრი ტრავმის შემდეგ ახლაღა შედის ფორმაში მაგრამ მაინც და კიდევ, ძალიან ნელა ვუტევდით და ბურთის ბოლომდე გათამაშებით,ძალიან ბევრჯერ გავიფუჭეთ შეტევა,ბოლოს უკვე ბურთის გადაგდება გვიწევდა ფარისაკენ და შესაბამისად ბურთი იკარგებოდა.იმედია საბერძნეთი დაამარცხებს სერბიას და იმედი შეგვინარჩუნდება.
სოსო
03 დეკემბერი 2018 22:49
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული