სასწაულის იმედად - რა შანსები დარჩა საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 3 დეკემბერს სპორტის სასახლეში, დრამატულ შეხვედრაში ისრაელი ოვერტაიმში ბოლო წამებზე გიორგი შერმადინის ჩაგდებული ორქულიანით საბოლოოდ ანგარიშით 71:69 დაამარცხა.

ილიას ზუროსის შეგირდებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის ჯგუფში 5 გამარჯვება დაუგროვდათ.

3 დეკემბერს ჩვენს ჯგუფში ასევე მატჩი გამართა სერბეთის ნაკრებმა, რომელმაც შინ საბერძნეთს, რომელსაც აქამდე მარცხი არ ჰქონია, 84:61 მოუგო.

ამ შეხვედრამ გული დაგვწყვიტა, რადგან სერბეთის წაგება ძალიან გვჭირდებოდა.

ახლა კი შევეცდებით, მარტივად აგიხსნათ, რა შანსები დაგვრჩა ჯგუფიდან გასასვლელად.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები L ჯგუფში იმყოფება:

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ პირველი შესარჩევის ჯგუფში, სადაც გერმანია, სერბეთი და ავსტრია გვყავდა, საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე შესარჩევის ჯგუფში გერმანიასთან და სერბეთთან ერთად გადავიდა. მეორე შესარჩევში ჩვენს ჯგუფს დაემატა ისრაელი, საბერძნეთი და ესტონეთი.

პირველ შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან ორივე შეხვედრა წააგო. ამიტომ მას ქულებით უნდა გადავასწროთ.

მეორე შესარჩევის ჯგუფიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ნაკრები გადის. ამ დროისთვის ესენი საბერძნეთი, გერმანია და სერბეთი არიან.

საქართველოს ნაკრებს საგზურის მოპოვების მცირე შანსი აქვს. ამისთვის კი მას სჭირდება:

  • ორივე დარჩენილი მატჩის მოგება
  • სერბეთმა ორივე მატჩი უნდა წააგოს

ილიას ზუროსის შეგირდები 21 თებერვალს სტუმრად უმოტივაციო საბერძნეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ საბერძნეთი, რაც უნდა უმოტივაციო იყოს, მაინც ძლიერი გუნდია და ამაზე სატურნირო მდგომარეობაც მეტყველებს.

ამავე დღეს სერბეთი ჯგუფის აუტსაიდერს, ესტონეთს შეხვდება და დიდი ალბათობით, მოიგებს კიდეც. აქ სასწაულის იმედი თუ გვექნება და მაინც, თუ ეს სასწაული მოხდა, 24 თებერვალს საქართველო ესტონეთს უმასპინძლებს და აუცილებლად უნდა მოუგოს, ხოლო სერბეთი ისრაელს უმასპინძლებს. ისრაელი ხელწამოსაკრავი ნაკრები არაა და ებრაელები სერბებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ.

თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ გვინდა, საბოლოო შედეგი ასეთი იქნება:

  • საქართველო ორი მოგების შემთხვევაში 4 ქულას მიიღებს
  • ხოლო სერბეთი ორ წაგებაში 2 ქულას აიღებს

თუ არ იცით, გეტყვით, რომ მოგებისთვის 2 ქულა იწერება, ხოლო წაგებისთვის - 1. ასეთი პროგნოზით საქართველოს ნაკრები 19 ქულას დააგროვებს, ხოლო სერბეთი - 18-ს და საგზურს "ჯვაროსნები" მოიპოვებენ.

ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ რეალობა სხვაა და როგორც უკვე გითხარით, სასწაულის იმედად უნდა ვიყოთ.

altსაბერძნეთის ნაკრებმა სერბეთს საქმე გაუკეთა, საქართველოს კი - გაუფუჭა

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

altშეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც შეეძლოთ გააკეთეს და მეტი მართლა არ შეუძლია ამ ნაკრებს, მთელი სული და გული დადეს ყველა თამაშში, კი ცინცაძის შეცდომის გამო წავაგეთ საბერძნეთთან ფაქტიურად მოგებული თამაში, მაგრამ ეს კალათბურთელი ასეთ შეცდომებს უშვებს უკვე ასე ვთქვათ ბევრი წლებია, ეს ყველამ ვიცით, ამ თამაშში თავი დადო და შესანიშნავად ითამაშა ეს ყველამ ვნახეთ, ერთი რაღაცა აუცილებელია, ყველა ქალაქებში უნდა გაიხსნას ისეთი საკალათბურთო აკადემიები როგორიც არის ზაზას ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია, ვფიქრობ ამ გუნდს აქვს პერსპექტივა და აუცილებელია რომ ყველა ჩვენმა ნიჭიერმა კალათბურთელებმა ითამაშონ წამყვან ევროპულ საკალათბურთო გუნდებში, სხვანაირად ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს, აუცილებელია ერთი ან ორი კალათბურთელი გვყავდეს ნბაში, მხოლოდ ამის მერე შეიძლება გქონდეს პრეტენზია ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატებში წარმატებულ გამოსვლაზე.
ხვიჩა
05 დეკემბერი 2018 11:32
1
დერიუგინს კალათბურთში აბრუნებენო და ფაჩულიას მაგივრად ნაკრებში უნდათო გავიგე. მართალია ნეტა? თუ ვინმემ იცის დაწერეთ.
ჰმ!
05 დეკემბერი 2018 10:07
1
კი გადაწყვეტილი ყოფილა. დერიუგინი და ქორქია ბრუნდებიან. მწვრთნელად ლევან მოსეშვილი ინიშნება.
ჯუმბერი
05 დეკემბერი 2018 15:49
0
მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ ბიჭებისთვის თავი დადეს ბოლომდე იბრძოლეს და მოვიგეთ.კიდევ კარგად გადაგვაქვს თაობათა ცვლის პროცესი გავიხსენოთ ვინ წავიდა ნაკრებიდან ფაჩულია სანიკიძე მარკოიშვილი ამას დავუმატოთ დიქსონი ხოდა ამ ხალხის მერე ესე ბრძოლას რომ გავუმართავთ თუმდაც ისრაელს რომელსაც ევროლიგის კალათბურთელები ყავს კიდევ დიდი მიღწევაა ასე რომ მჯერა ამ ბიჭების რომ დიდ კალათბურთს ითამაშებენ და ბევრჯერ გვასახელებენ!
დდდ
05 დეკემბერი 2018 00:18
1
-ავოეეე, სად დაფრინავთ. სულ ოცნებებში როგორ აცხოვრებთ ამ გაუბედურებულ მოსახლეობას.
ozeki.
04 დეკემბერი 2018 15:05
27
ჩემი აზრით ძალიან მაგარი, ღირსეული და ბრძოლისუნარიანი ნაკრები გყვავს, უმცირესი შანსის პირობებშიც კა ჯიგრით და გულით თამაშობენ. ბითაძის ანთებულ თვალებს რომ ვუყურებ მჯერა ამ ნაკრების წარმატების. მსოფლიოზე ვერ გავალთ მაგრამ ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე უძლიერესი გუნდი გვეყოლება. ბრავო ბიჭებო ასეთი ბრძოლისათვის, ამას ვაფასებთ პირველ რიგში.
Dadu
04 დეკემბერი 2018 14:39
4
მაგარი გათვლააDDDD
gigilo
04 დეკემბერი 2018 13:46
2
რას გიქვიათ უმოტივაციო საბერძნეთი? მოგება რომ გჭირდებათ იმიტომ? თქვენ ხართ მოტივირებული და ისინი არა? მაგათ პირველი ადგილი ძაან აწყენდათ თქვენი აზრით.ასე რომ ფიქრობთ მადიტომაც ჩარჩით ჯგუფში
123
04 დეკემბერი 2018 13:44
21
მესამე პირშუ მოლაპარაკე ქართველებო, სადაურები ხართ?
მახო
05 დეკემბერი 2018 11:25
1
ჯგუფში ჩარჩით რას ნიშნავს? შენ ამ ქვეყნის შვილი არ ხარ? მაშინ კი არ ჩარჩით, არამედ ჩავრჩით.
და თუ ამ ქვეყნის შვილად არ მიგაჩნია თავი, რაღას წერ ამ კომენტარებს? წადი და ვისზეც გული შეგტკივა იმაზე წერე.
Irakliy
04 დეკემბერი 2018 14:57
4
ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ახალი ფორმაციის ნაკრებიც ჩამოყალიბდა ბოლომდე მებრძოლ გუნდად, ისე როგორც რაგბის და ბოლო დროს ფეხბურთის ნარებები.
თუ ასე გავაგრძელებთ წარმატებები აუცილებლად მოვა.
გიზოგ
04 დეკემბერი 2018 13:08
2
საბერძნეთთან მოგებული თამაში წავაგეთ, ხოლო სერბეთმა გადაგვიარა, თან შენგელიაც გვყავდა და ჯენინგიც. სადაც სამართალია არ გვეკუთვნის გასვლა და ვერც გავალთ, გამორიცხულია! სამაგიეროდ მომავალი შესარჩევისთვის ანგარიშგასაწევ და ძლიერ გუნდად ვყალიბდებით და ამის იმედი ნამდვილად საფუძვლიანად გვაქვს!
bs
04 დეკემბერი 2018 12:59
0
მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის, წარმატება ბიჭებს და რა მაინტერესებს: მოგებაზე თუ ორი ქულა იწერება და წაგებაზე ერთი, ფრეზე რამდენი იწერება???
pandora
04 დეკემბერი 2018 12:56
8
ფრეზე ნახევარი ქულა იწერება მაგრამ ფრე აღარ გვაწყობს. მარტო მოგება!
მიდით ბიჭებო! ფრე არ გამაგონოთ!
ვალიკო რევაზოვიჩი
05 დეკემბერი 2018 10:05
0
განგებ იქლიავებ თავს თუ სერიოზულად კითხულობ?!
სიმართლე
04 დეკემბერი 2018 17:40
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული