გიორგი შერმადინის მომენტი Fiba-ს TOP 5-ში პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 დეკემბერს გიორგი შერმადინის მიერ ისრაელის კალათში ჩაგდებული ბურთი ყველას დიდხანს ემახსოვრება.

ქართველმა ცენტრმა ოვერტაიმში, თანაბარ ანგარიშზე, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩაუგდო ებრაელებს და საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-5 გამარჯვება მოაპოვებინა.

ფიბა-მ შერმადინის ეს დრამატული მომენტი მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ტურნირის მე-5 ფანჯრის საუკეთესო ეპიზოდად აღიარა. ფიბა-ს და "ნაიკის" ერთობლივ ხუთეულში ადგილები ასე განაწილდა:

5. ანდრეი კულაგინი (რუსეთი) VS ჩეხეთი
4. დრაგან მილოსავლიევიჩი (სერბეთი) VS საბერძნეთი
3. კარიმ იალოუ (გერმანია) VS ესტონეთი
2. ჯონათან რუსელი (საფრანგეთი) VS
ბულგარეთი
1. გიორგი შერმადინი (საქართველო) VS ისრაელი

alt გიორგი შერმადინი: იმ მომენტში გაფრენა შემეძლო [VIDEO]

altარის! საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დრამატულ მატჩში დაამარცხა [VIDEO]

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული