მაკფადენმა "ბარსელონას" 14 ქულა ჩაუგდო, მისი გუნდი კი 4 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის ტენერიფეს "იბეროსტარი" სტუმრად 73:77 დამარცხდა "ბარსელონასთან".

სტუმრებმა პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედი 13 წუთით წააგეს, ბოლოს მხოლოდ ანგარიშის შემცირება შეძლეს და დამარცხდნენ.

მაკფადენმა 31:09 წუთში 14 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 11-დან 4 სამქულიანი), 1 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამ მატჩში ტედზე უფრო შედეგიანები 16-16 ქულით მისი თანაგუნდელები სებას საისი და ტიმ ამბრომაიტისი იყვნენ.

"იბეროსტარი" 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული