კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-ესტონეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
24 თებერვალს საქართველო-ესტონეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და გულშემატკივრებს მისი შეძენა ონლაინ - TKT.GE-ზე შეუძლიათ.

ბილეთების ფასი - 5, 10, 15 და 25 ლარია.

24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველო-ესტონეთის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თებერვლის თვეში ორ შეხვედრას გამართავს.

21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩს საბერძნეთში ჩაატარებს, ხოლო 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

alt"დიდი ხანია ასეთი თამაში არ მინახავს" - ქართველი კალათბურთელების კომენტარები ისრაელთან მოგების შემდეგ

ასევე დაგაინტერესებთ