საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა. ილიას ზუროსი ჩვენს ეროვნულ გუნდს საკუთარ სამშობლოში გაუძღვა, სადაც 21 თებერვალს, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლეონში, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 ტურია დარჩენილი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნაკრები 21 თებერვალს საბერძნეთში, ხოლო 24 თებერვალს თბილისში, ესტონეთის ნაკრებთან ითამაშებს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპში საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს,
ვიდრე კონკურენტ სერბეთს. მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა - ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 11 კალათბურთელით გაემგზავრა, სადაც გუნდს თედ მაკფადენი შეუერთდება. 19 და 20 თებერვალს ილიას ზუროსი გუნდს “Dyo Aorakia” არენაზე ავარჯიშებს, სადაც 21-ში, თბილისის დროით 22:30 საათზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა თანასის სკურტოპულოსმა საქართველოსთან და გერმანიასთან მატჩებისთვის 14 კალათბურთელს უხმო: იოანის ატინაუ, ნიკოს გკიკასი, ანტონის კონიარისი, ხრისტოს სალუსტროსი, ლეფტერის ბოხორიდისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, იანულის ლარენცაკისი, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი, ლეონიდას კასელაკისი, ევანგელოს მარგარიტისი, ლინოს ხრისიკოპულოსი, დიმიტრიოს კაციველისი და დიმიტრიოს მავროეიდისი.

ილიას ზუროსის გუნდი ჰერაკლიონში 19 თებერვალს, დილის 10 საათისთვის იქნება, ხოლო საღამოს პირველ ვარჯიშს “Dyo Aorakia” არენაზე გამართავს.

altილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა


მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული