ილიას ზუროსი: საქართველოს ნაკრები ნებისმიერი შემადგენლობით ძლიერი გუნდია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე, კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ყველას ახსოვს ამ გუნდების თბილისური მატჩი, როცა ბერძნებმა ბოლო წამზე, სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთის წყალობით მინიმალური სხვაობით - 86:85 იმარჯვეს. იმ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, დღევანდელ შეხვედრას კი მცირე ინტრიგა ახლავს. საბერძნეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულია, საქართველოს კი დარჩენილ 2 მატჩში გამარჯვება უნდა იმ იმედით, რომ სერბეთი დარჩენილ 2 მატჩს წააგებს.

თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველებს კიდევ ერთხელ სურთ, დაამტკიცონ, რომ
ევროპის წამყვან საკალათბურთო ნაკრებთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ხოლო ის ფაქტორი, რომ ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი ბერძნები არიან, ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას და ხიბლს მატებს.

საქართველოს ნაკრები დღეს Dyo Aorakia არენაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშებს და საბერძნეთთან მოახლოებული მატჩისთვის შერჩეულ ტაქტიკას გატესტავს. ყველა კალათბურთელი ჯანმრთელადაა, ხოლო რომელ ხუთეულს დაეყრდნობა ტრავმების გამო დიდი არჩევანის არმქონე ილიას ზუროსი, ეს მატჩის დაწყებისას გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" 22:30 საათიდან განახორციელებს. აქ კი გთავაზობთ ილიას ზუროსის, დუდა სანაძის, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თანასის სკურტოპულოსისა და მოთამაშის, იონას ატინაუს კომენტარებს:






altსაბერძნეთი VS საქართველო - სიტუაციას რეალურად შევხედოთ, თუმცა ოცნება არავის დაუშლია

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰჰჰ..... მაგრად მოგვიგებენ..
TINTO BRAS
17:29 21-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული