საქართველოს ნაკრებმა ესტონელთა საჩუქარი ვერ გამოიყენა და საბერძნეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: gbf.ge

21 თებერვალს, საქართველოს ნაკრები ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს 71:70 და საქართველოს ნაკრებს თითქოს შანსი შეუნარჩუნდა.

საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ცინცაძე, შერმადინი, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში მასპინძლები უკეთესად გამოიყურებოდნენ, სამქულიანები წაუვიდათ, 19:7 დაწინაურდნენ, პირველი მეოთხედი კი 9 ქულით მოიგეს.

შუა მეორე მეოთხედში ჩვენმა
გუნდმა ანგარიში კი შეამცირა, მაგრამ ბოლოს შეცდომები დაუშვეს და პირველი ტაიმი 31:44 წააგეს.

ბერძნები აშკარად უკეთ ისროდნენ პერიმეტრიდან და მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 22 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარგი მონაკვეთი ჩაატარა და ბერიშვილისა და შერმადინის მეცადინეობით ანგარიში 12 ქულამდე შეამცირა. თუმცა, საბერძნეთმა მაინც მოახერხა დასკვნითი მეოთხედის 15 ქულით მოგება.

მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ეგ იყო და ეგ, მეტი ვეღარ შესძლო და 69:81 წააგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37 შეადგინა. მაკფადენმა 18 ქულა ჩააგდო, ბერიშვილმა 10, სანაძემ 6, ცინცაძემ 5, ანდრონიკაშვილმა კი 4.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რატი ანდრომიკაშვილი მიყვარს ძალიან მაგრამ ესეთ გადამწყვეტ მატჩში 17 წლის ბიჭს რო შეიყვან პროსტა არასწორი კაცი ხარ. არავინ არ თქვას რო რატიზე გამოცდილი საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოიძებნა. მაგარი პერსპექტიული ბიჭია ძალიან მაგარია მაგრამ კაი რა დონჩიჩი ეგარაა, ლონდარიძე დვალიშვილი სტაბილურად ცუდია. ნახე რა ვინმე ოდნავ ბანძი მარა ნახე რა. ნუ ვისაც კალათბურთი ოდნავ მაინც ესმის ყველა იტყვის რო ეს იყო საშინელება ანტი კალათბურთი.
ეჰ
22 თებერვალი 2019 18:12
6
რატი ანდრომიკაშვილი მიყვარს ძალიან მაგრამ ესეთ გადამწყვეტ მატჩში 17 წლის ბიჭს რო შეიყვან პროსტა არასწორი კაცი ხარ. არავინ არ თქვას რო რატიზე გამოცდილი საქართველოს ჩემპიონატში ვერ მოიძებნა. მაგარი პერსპექტიული ბიჭია ძალიან მაგარია მაგრამ კაი რა დონჩიჩი ეგარაა, ლონდარიძე დვალიშვილი სტაბილურად ცუდია. ნახე რა ვინმე ოდნავ ბანძი მარა ნახე რა. ნუ ვისაც კალათბურთი ოდნავ მაინც ესმის ყველა იტყვის რო ეს იყო საშინელება ანტი კალათბურთი.
ეჰ
22 თებერვალი 2019 17:48
4
საინტერესოა - რა შეატყეთ ბერძნებს თავების მოკვლის?!.. თავები რომ მოეკლათ, სერბებივით 40 ქულით მოგვიგებდნენ... კალატესი, რომელმაც ლამის მარტომ მოგვიგო თბილისში, საერთოდ არ ჰყავდათ, ბებერი ბურუსისი ისე ყრიდა, ვარჯიშზე რომ ხურდებიან... და რატომ და ვისი ხათრით უნდა დაეთმოთ ბერძნებს ეს თამაში, რა ლოგიკაა?!... ეს ჩვენ დაგვეცა თავზე წარმოუდგენელი საჩუქარი და ჩვენ უნდა ამოვმძვრალიყავით ტყავიდან ამ შანსის გამოსაყენებლად და მერე იქნებ, აღარც ბერძნებს ჰქონოდათ თავის შეკვლის სურვილი... ხოლო ამ თამაშით რომ ჩვენ ბერძნები დაგვემარცხებინა, მაგათ სამშობლოში აღარ დაედგომებოდათ. ლიდერების გარეშე საქართველოს ნაკრები საშუალოზე დაბალი დონის გუნდია და მსოფლიო ჩემპიონატზე კი საუკეთესოები მიდიან...
მ. ტ.
22 თებერვალი 2019 16:19
0
ეს ჩვენ ქართველებს მიგვაჩნია ყველა მეგობრად , თორემ ბერძნებმა კი გვანახეს როგორი მადლობელები არიან ჩვენი ქვეყნის!
giorgi
22 თებერვალი 2019 15:46
1
დისლაიქს რომ წერთ ერთი მითხარით რომელს მოგეწინათ ლონდარიძის და ბიქოლიშვილის თამაში..ეხლა არ თქვათ გამოუცდელები არიანო...ყველგან იყვნენ და ვერსად ვერაფერი აკეთეს..
Gio
22 თებერვალი 2019 14:45
0
ვერ ვხვდებით, რომ ევროპაში არავის არ ვევასებით, ჩვენ კი გასაპნულები ვეტენებით ყველგან და ყველაფერში
დათო
22 თებერვალი 2019 14:37
4
ბერდზნები რაც არიან მტელმა მსოპლიომ იცის მაგრამ ამ გუნდიტ მსოპლიოზე გასვლა პანტაზია იკო რა ლონდარიდზე რო გუნდჰი იკნება კაი რა მოკლედ სასცრაპოდ მცვრტნელი უნდა ჰეიცვალოს და ახალი გუნდი უნდა ჰეიკმნას სამიანებს ვერ აგდებენ სამიაბების გარეჰე დგევანდელი კალატბურტი არ არსებობს მარტო ჰერმადინი ტამაჰს ვერ მოიგებს
LEKSO KUTAISI
22 თებერვალი 2019 12:43
4
და ახალი მწვრთნელი რას იზამს??:)))) უცაბედად ფაჩულია-სანიკიძეებს აღმოაჩენს ?:)))
bergo
22 თებერვალი 2019 20:04
0
კოკოშკოვის დროს უფრო დალაგებული გუნდი იყო.
მერაბი
22 თებერვალი 2019 09:59
16
კაი ერთი :)))) კოკოშკოვის დროს ფაჩულია იყო,სანიკიძე,მარკოიშვილი და ცინცაძეც ახალგაზრდა იყო და ახლა ვინ გყავს ????
emba
22 თებერვალი 2019 17:16
0
კოკოშკოვიც ოქრო კაცი იყო, მაგრამ ამ შემადგენლობით რა დალაგებულობაზეა ლაპარაკი??
რა მაფიაა?
22 თებერვალი 2019 13:10
0
ყველა გამოხმაურება
ბერძნები მაგარი პრ@@ად მოიქცნენ, სერბეთთან რომ წააგეს საერთოდ უმატივაციოდ თამაშობდნენ ძალათ მოაგებინეს სერბებს და ჩვენთან კიდე თავი გაიგიჟეს როცა საერთოდ არ სჭირდებოდათ მოგება. ნეტა მაგათ დავჭირდებოდეთ რაგბში და მერე უნდა უთხრა ჩვენს რაგბისტებს არ დაინოდოვო და ნახავენ როგორ უნდა არ დანდობა .
ტოტტი
22 თებერვალი 2019 09:01
3
ვერაფერს მოსთხოვ - ახალგაზრდები გამოიყვანეს იმათაც და სროლაში აშკარად გვაჯობეს. მომენტებსაც მეტად იყენებდნენ და ეგაა. ძნელია ეხლა ლაპარაკი, მაგრამ სახლში რომ დაგვემარცხებინა, ასე აღარ ვიფიქრებდით
:)))))
22 თებერვალი 2019 12:42
0
პრრ. რატომ არიან პროფესიონალურად მიუდგნენ და მოიგეს. ეგ მაგათი გადასაწყვეტი იყო.თუ ვერ ჯობნი და ვერ თამაშობ მაგათმა გააკეთონ?
emba
22 თებერვალი 2019 12:15
0
ყველა გამოხმაურება
ეს 17 წლის ბიჭი, რატი, როგორი მონდომებით თამაშობდა. ყოჩაღ.
მოქალაქე
22 თებერვალი 2019 02:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული