კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ესტონეთთან 42:48 წააგო

AutoSharing Option
24 თებერვალს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლო მატჩის პირველი ტაიმი ესტონეთთან 42:48 წააგო.

ამ შეხვედრას არც ერთი გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა და სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო, თუმცა გულშემატკივარი აქტიურად უჭერდა ილიას ზუროსის გუნდს მხარს.

შეგახსენებთ, წინა ტურში ესტონეთმა სენსაციურად სძლია სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი შემდეგი სასტარტო შემადგენლობით დაიწყო: შერმადინი, ცინცაძე, სანაძე, მაკფადენი, დვალიშვილი.

დებიუტში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა შემდეგ მასპინძლები წინ 9 ქულით გაიჭრნენ, პირველი მეოთხედი კი 27:21 მოიგეს.

აღსნიშნავია, რომ კვლავ შეუჩერებელი იყო შერმადინი და
წინა მატჩისგან განსხვავებით ჩვენი კალათბურთელები პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრების ზედიზედ რამდენიმე დაკარგვის შემდეგ სტუმრები მე-17 წუთზე  დაწინაურდნენ დ პირველი ტაიმი 48:42 მოიგეს.




ასევე დაგაინტერესებთ