გიორგი შერმადინის 15 ქულა "უნიკახას" არ ეყო და "ალბას" გადამწყვეტ მატჩში შეხვდება

AutoSharing Option
8 მარტს, ევროთასის 1/4 ფინალური სერიის მეორე მატჩში გიორგი შერმადინის "უნიკახა" საკუთარ მოედანზე 81:101 დამარცხდა "ალბასთან".

ამ გუნდების პირველ შეხვედრაში მალაგურმა გუნდმა 21-ქულიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და 91:90 გაიმარჯვა და რადგან სერია ორ მოგებამდეა, გამარჯვების შემთხვევაში ნახევრფინალში გადიოდა.

თუმცა, სტუმრებმა უკეთ ითამაშეს, განსაკუთრებით დასკვნით მეოთხედში და დამაჯერებლად იმარჯვეს.

ახლა გადამწყვეტი მატჩი 13 მარტს ბერლინში გაიმართება. შერმადინი სასტარტოში იყო, 19:10 წუთში 15 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო) და 3 მოხსნა მიითვალა. ის თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული