ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემადგენლობის შერჩევა დაიწყო.

ნაკრების ძირითად კანდიდატთა შეკრება 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი ბერძენი სპეციალისტი პერსპექტიული მოთამაშეების კემპს ჩაატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს უხმო, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარების პერსპექტივა გააჩნიათ.

ნაკრების ასისტენტების დახმარებით ზუროსმა შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდაა და რომლებიც 25 ივლისიდან ვერის საკალათბურთო დარბაზში ბერძენი სპეციალისტის მეთვალყურეობით ივარჯიშებენ. კანდიდატების შესარჩევ კემპზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ილიას ზუროსი 2 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებზე დააკვირდება კემპის მონაწილეებს და მათ, ვინც თავს გამოიჩენს,
27 ივლისსაც დაიბარებს, როცა ეროვნული ნაკრების იმ კალათბურთელთა შეკრება დაიწყება, რომლებსაც ხშირად უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში. 27 ივლისიდან შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:

Sportall.Geშენიშვნა: ნაკრების გაფართოებული, საბოლოო შემადგენლობა დაზუსტდება ვარჯიშის დაწყების წინა დღეს.

ეროვნული ნაკრების შეკრება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ზუროსის გუნდს 7 აგვისტოდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ის წევრები შეუერთდებიან, რომლებსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ადმინ, რატომ არ ბლოკავთ ასეთ კომენტარებს, რას ნიშნავს ბერძნული ყალთაბანდობა, კაცი თავითფეხებამდე შეყვარებულია საქართველოზე და ბევრ ქართველს სჯობია პატრიოტიზმში, ყველაფერში ეტყობა ზუროსს, მის საქმიანობას, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოუტანოს ქართულ კალათბურთს, სიღრმისეულად აკეთებს ჩვენთვის დიდ საქმეს, ამ დროს გამოხტება ვიღაც ვაიგულშემატკივარი და პოსტავს ისეთ რამეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია, უმადურობა და სიბრიყვე ჰქვია ამას. ნეტა ზუროსისნაირები ბევრი მოგვცა ქართველებს. პირადად მე ბოდიშს ვუხდი ზუროსს ამ გამოხტომის გამო.
0
ბულაშვილი რამდა ვინ გაახსენა ნეტა ამათ ეტყობა შენგელია ჩაერია თორე შანსიარ იოყო მისი გამოძახების ისე სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო კარგადაა ნათქვამი.დდ არადა მართლა კარგი ბიჭია ძალიან ნიჭიერი
zaza
12:42 26-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული