კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსმა ეროვნული ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა ვერის ბაღის დარბაზიდან დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემადგენლობის შერჩევა დაიწყო.

ნაკრების ძირითად კანდიდატთა შეკრება 27 ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი ბერძენი სპეციალისტი პერსპექტიული მოთამაშეების კემპს ჩაატარებს, რომელზეც ყველა იმ მოთამაშეს უხმო, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დახმარების პერსპექტივა გააჩნიათ.

ნაკრების ასისტენტების დახმარებით ზუროსმა შეადგინა 19-კაციანი სია, რომელთა უმეტესობაც ახალგაზრდაა და რომლებიც 25 ივლისიდან ვერის საკალათბურთო დარბაზში ბერძენი სპეციალისტის მეთვალყურეობით ივარჯიშებენ. კანდიდატების შესარჩევ კემპზე გამოძახებულ მოთამაშეთა სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ილიას ზუროსი 2 დღის განმავლობაში ორჯერად ვარჯიშებზე დააკვირდება კემპის მონაწილეებს და მათ, ვინც თავს გამოიჩენს,
27 ივლისსაც დაიბარებს, როცა ეროვნული ნაკრების იმ კალათბურთელთა შეკრება დაიწყება, რომლებსაც ხშირად უწევთ ეროვნულ გუნდში თამაში. 27 ივლისიდან შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები იქნებიან:

Sportall.Geშენიშვნა: ნაკრების გაფართოებული, საბოლოო შემადგენლობა დაზუსტდება ვარჯიშის დაწყების წინა დღეს.

ეროვნული ნაკრების შეკრება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ზუროსის გუნდს 7 აგვისტოდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ის წევრები შეუერთდებიან, რომლებსაც ეროვნული გუნდის მწვრთნელები ჩათვლიან საჭიროდ. შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა ნაკრები 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში იასპარეზებს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ