"დალას მავერიქსის" გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 18 შეხვედრაში ჩააგდო მინიმუმ 20 ქულა, გააკეთა მინიმუმ 5 შედეგიანი გადაცემა და მინიმუმ 5-ჯერ მოხსნა ბურთი, ეს მაჩვენებელი კი რეკორდი გახლავთ, რომელიც აქამდე კალათბურთის ლეგენა ოსკარ რობერტსონსა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელ, მაიკ ჯორდანს ეკუთვნოდათ.
ლუკას, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და NBA-ის 2019-20 წლების სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია (თუ საუკეთესო არა), მომდევნო შეხვედრაში აქვს შანსი გააუმჯობესოს აღნიშნული რეკორდი და თავად მაიკლ ჯორდანსაც კი აჯობოს.
გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში "დალასმა" "ნიუ ორლეანს" 130:84 მოუგო, დონჩიჩმა 26 ქულა ჩააგდო, 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 6-ჯერ მოხსნა ბურთი.
ხვალ, "დალასი" საკუთარ კედლებში მიიღებს "საკრამენტო კინგსს" და სწორედ ამ შეხვედრაში ექნება ლუკას მაიკლ ჯორდანის რეკორდის დამხობის შესაძლებლობა.