ლუკა დონჩიჩმა მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა - აჯობებს 20 წლის ბიჭი ლეგენდას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"დალას მავერიქსის" გამთამაშებელმა ლუკა დონჩიჩმა NBA-ის მიმდინარე სეზონში ზედიზედ 18 შეხვედრაში ჩააგდო მინიმუმ 20 ქულა, გააკეთა მინიმუმ 5 შედეგიანი გადაცემა და მინიმუმ 5-ჯერ მოხსნა ბურთი, ეს მაჩვენებელი კი რეკორდი გახლავთ, რომელიც აქამდე კალათბურთის ლეგენა ოსკარ რობერტსონსა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელ, მაიკ ჯორდანს ეკუთვნოდათ.

ლუკას, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და NBA-ის 2019-20 წლების სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია (თუ საუკეთესო არა), მომდევნო შეხვედრაში აქვს შანსი გააუმჯობესოს აღნიშნული რეკორდი და თავად მაიკლ ჯორდანსაც კი აჯობოს.

გუშინ, 7 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში "დალასმა"
"ნიუ ორლეანს" 130:84 მოუგო, დონჩიჩმა 26 ქულა ჩააგდო, 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 6-ჯერ მოხსნა ბურთი.

ხვალ, "დალასი" საკუთარ კედლებში მიიღებს "საკრამენტო კინგსს" და სწორედ ამ შეხვედრაში ექნება ლუკას მაიკლ ჯორდანის რეკორდის დამხობის შესაძლებლობა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზანგებს ყველას აჯობებს
გრიგოლ1408
22:42 08-12-2019
5
ჯორდანს ვერ აჯობებს და ვერც ლებრონას მაგრამ დანარჩენი სუყველას.
Jordan23
18:58 08-12-2019
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული