კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ შვეიცარიას ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის სპორტის სასახლეში შვეიცარიის ნაკრებს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს კიდეც: 42:29.

შეხვედრა საკმაოდ არეულად დაიწყო. ქართველმა კალათბურთელებმა პირველივე წუთზე 3 პერსონალური ფოლი მიიღეს, თუმცა მალე ყველაფერი დალაგდა და პირველი ნახევარი ჩვენმა ნაკრებმა 9 ქულის სხაობით მოიგო - 17:8.

მეორე მეოთხედი უფრო აქტიურად დავიწყეთ და 21-ქულიანი სხვაობაც დაფიქსირდა. თუმცა ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები ცოტა მოეშვნენ, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეორე წუთისთვის სხვაობა 13 ქულამდე შეამცირეს. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 25:21 მოიგო.

საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო - 10. გიორგი შერმადინს პირველი ნახევრის შემდეგ 8 ქულა და 8 მოხსნა აქვს. თად მაკფადენმა 3 სამქულიანი ჩააგდო, მიხეილ ბერიშვილმა კი - 2.
ასევე დაგაინტერესებთ