საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი სერბეთთან 7 ქულით წააგო

AutoSharing Option
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთთან 41:48 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის
გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბურჯანაძე და ანდრონიკაშვილი რაგბისტები არიან? რაუნდა ამ ორს ნაკრებში ალბათ ყაავთ ვინმე პარლამენტარი მამიდა ან ბიძია
aleko
23 თებერვალი 2020 22:04
13
ბურჯანაძე ევროპის საუკეთესო ლიგის ესპანეთის ლიგა ენდესას ერთ-ერთ გუნდში გრან კანარიაში თამაშობს! ბოლო ტურში ბარსელონასთან 21 წუთი ითამაშა და 13 ქულა მოაგროვა მაგ რაგბისტმა !
ვახო
23 თებერვალი 2020 23:07
0
სერბეთს გასვალეზე მიუგეო ვერ დაავალდებულებ ნაკრებს მაგრამ რა გამაღიზიანებელია იმის ყურება რომ საშუალო დისტანციიდან და პერიმეტრიდან სროლის ეშინიათ და კიდევ კომენტატორების მოსმენა "კიდევ ჩაგვიგდეს", მერამდენე სამიანი ჩაგვიგდეს" და ა.შ. ივარჯიშე მაგრად ისწავლე შენც და ჩააგდებ, ყოველ შემთხვევაში სროლის არ შეგეშინდება.....
........
23 თებერვალი 2020 20:59
11
ნუღელავ მეგობარო თამაშის ბოლომდე ვისწავლით სროლებს და მოვიგებთ კიდეც.დ
Mmm
23 თებერვალი 2020 22:11
0
გეყურებინა ბოლომდე და მერე დაგეწერა
andro
23 თებერვალი 2020 22:03
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული