კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი სერბეთთან 7 ქულით წააგო

AutoSharing Option
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთთან 41:48 წააგო.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის
გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.
ასევე დაგაინტერესებთ