დიდებულია - საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში სერბეთი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სერბეთი 94:90 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შეცდომებით დაიწყო, მეტოქე 7:0 დაწინაურდა და ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. სერბებმა უპირატესობა თანდათან გაზარდეს, 14 ქულით გაიჭრნენ წინ. მათ რიგებში ყველაზე აქტიური იარამაცი იყო, რომელმაც 10 ქულა ჩააგდო. პირველი მეოთხედი 28:18 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხშირად კარგავდა ბურთს, ხოლო მოწინააღმდეგე ეფექტურად იყენებდა პრესინგს.

მეორე პერიოდის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა, მაკფადენის მეცადინეობით, ჩამორჩენის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა. ამის შემდეგ ზუროსმა თავის გამოჩენის საშუალება
ახალგაზრდებს მისცა. კარგად ჩაერთო თამაშში ტურძილაძე. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 48:41 მოიგეს.

მესამე მეოთხედის დასაწყისში კოკოშკოვის შეგირდებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს და კონტრშეტევებზე ჩვენმა გუნდმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. ჩინებულად ირჯებოდნენ მაკფადენი და შერმადინი. ბოლო წუთზე ანდრონიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სერბებმა ბოლო შეტევა გამოიყენეს და სამი პერიოდის შემდეგ ანგარიში 67:65 იყო.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე მასპინძლებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურეს. შერმადინმა ფარზე რადულიცა და კრავიჩი დაჯაბნა, ანდრონიკაშვილმა ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ბოლოს მაკფადენმა სამქულიანი ჩააგდო, შემდეგ ჩვენმა გუნდმა იერიში მოიგერია, მაკფადენმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და მოვიგეთ. რა თამაში მოვიგეთ!

33 ქულით ბომბარდირი და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP მაკფადენი გახდა.

23 ქულა, 11 მოხსნა და 1 პასი შერმადინის ანგარიშზეა. 11 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი ბურჯანაძემ მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 8 ქულა ჩააგდო, სანაძემ - 7 (პლუს 4 მოხსნა და 3 პასი), ბერიშვილმა - 6, ტურძილაძემ - 4 (5 მოხსნა), ცინცაძემ კი - 2.

სერბეთის გუნდში გამორჩეულები ავრამოვიჩი (27 ქულა) და იარამაცი (22 ქულა, 6 პასი და მარგი ქმედების 29-იანი კოეფიციენტი) იყვნენ.

მკითხველის კომენტარები / 69 /
ვინც ამდენ გახარებულ ხალხს დისლაიქები ჩამოურიგა,იმას."ავსა კაცსა ავი სიტყვა,ურჩევნია სულსა,გულსა".
სოსო
24 თებერვალი 2020 20:51
0
ყველაფერში ვეთანხმები პირველ კომენტარს, მაგრამ მანამდე საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად არ განვითარდება ჩვენი ნიჭიერებით უნდა ვისარგებლოთ. როგორც
რაგბიში ასევე კალათბურთშიც ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი დადებითი როლი უნდა შეასრულოს. ყოჩაღ ზუროსი.
გია
24 თებერვალი 2020 17:28
1
- ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას...ახლა წარმოვიდგინოთ -მაგარი -სერიოზული ფინანსები ეროვნულ ჩემპიონატებში- რაგბი,კალათბურთი, ფეხბურთი, წყალბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი...მოკლედ ყველა გუნდურ სახეობაში,გადაჭედილი სტადიონები-მაყურებელი და არ ვიქნებით სპორტის ყველა სახეობაში მძლავრები ?! მთელი კავკასია კი არა- მთელი ევროპიდანაც არ გვეყოლება ლეგიონერები ყველა სპორტში, ძლიერი კონკურენცია?! მით ... ახალგაზრდობის დასაქმებით და ძლიერი ფინანსებით-წარმატებულები ?! და ამისათვის -ბიჭებოო- ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო გვჭირდება,ძლიერი სახელმწიფო,ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით- სტრუქტურებით-მაღალი პასუხისმგებლობით, ანუ თანამედროვე -დასავლური, დასავლური მმართველობის პოლიტიკური სისტემით, თავისი ძლიერი უსაფრთხოება- თავდაცვით,სამართლებრივი წესრიგით,ანუ ძლიერი -სამართლებრივი პოლიცია, სასამართლო, პროკურატურით...თავისი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტებით, იმ დასავლეთის გამოცდილება საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისათვის, სოფლის მეურნეობის აღორძინებისათვის, განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებით, დასავლური ბიზნეს-მ ე ნ ე ჯ მ ე ნ ტ ი- ინვესტიციები(და არა ჩინურ,რუსულ,აზიურ,არაბულ,რუსულ,ირანურ,ინდურ ე.წ. ,,ბიზნესი-ინვესტიციები,,?!რაც უნდა მ ო ვ ი შ ო რ ო თ!!!) ...მისთვის სწორად დასავლეთთან თანამშრომლობა- მხარდაჭერა-თანადგომით?!- ა რ ა- რუსულ-აზიური, დღესაც შუა საუუკუნეების ავტორიტარულ-კრიმინალური,ან ოლიგარქიულ-კრიმინალურ კლანური რეჟიმები,მით ერის ნიჭიერების, თავისუფლება-სამართლიანობის მისწრაფებების,შემოქმედებითი ბუნების დახშობა- ჩახშობა-დეგრადირება და მით შეუქცევადი- სიღატაკე უპერსპექტივობა?! უდიდესი ნიჭის ერი ვართ, მაგრამ უ ნ დ ა მოვძებნოთ ურთიერთთანხმობის,მით ერის იდეურ -მენტალური გაერთიანების საშულებები-შესაძლებლობები და შვეიცარია,დანია, ავსტრია, შვეცია, ბელგიის დონის ეკონომიკურად ძლიერი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ვიქნებით,მით ზოგადად სპორტის მ ძ ლ ა ვ რ ი სამყარო, მით ჯანსაღი მენტალიტეტის -ძლიერი ერი!- ეს ა რ არის რთული გასაგები!
გლახუნა
24 თებერვალი 2020 14:53
3
გლახუნა აქ მაინც დაანებე თავი შენ საყვარელ ნაცებს! თქვენ არ ხართ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ამშენებელები.
არა პოპულიზმს!
25 თებერვალი 2020 12:54
0
გლახუნა ბიძიკო, კაი დაგემართოს სრულყოფილი ადამიანი არ დაგეთანხმოს შეუძლებელია, მარა დღეს მაგის გამკეთებელი საქართველოში არ მეგულება, ყველა თავისკენ ექაჩება, ვისაც პრეტენზია აქვს ევროპისკენო ზუსტათ ისენი დარბიან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნით რითაც ჩვენს მწარმს და თქვენსასაც ალბათ თავს ლაფს ასხამს.
ამიტომ?????????
ZURA
24 თებერვალი 2020 17:52
2
ყველა გამარჯვება მისალოცია!!! გაიხარეთ!!! გულწრფელად მეცოდება ყველა ის, რომელიც პოლიტიკური მიზეზით საქართველოს სპორტის ბოლო გამარჯვებებით არ ხარობს...
tngh
24 თებერვალი 2020 12:00
1
რა პოლიტიკური მიზეზები რას მიედ-მოედები. სად ნახე საქართველოში ნაკრებს არ გულშემატკივრობდეს ადამიანი პოლიტკის გამო.
ჯერი
24 თებერვალი 2020 12:19
7
თქვენი გამჩენის ჭირიმე, თქვენი!
კაცნი ყოფილხართ ბურთის დამშვენნი!
qomagi
24 თებერვალი 2020 11:47
1
ძალიან მაგარი შედეგი, უდიდესი დადებითი ემოცია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო! ნუ ჩავვარდებით ეიფორიაში, გავაგრძელოთ განვითარება უფრო მაღალი მიზნების მისაღწევად და ტიტულების მოსაგებად, მითუმეტეს, რომ ამის რესურსი ნაკრებს ნამდვილად გააჩნია!
P.S. მაკფადენს და შერმადინს თუ არ ჩავთვლით ფაქტიურად ამ მატჩში (სხვა მატჩებშიც) სტაბილური მსროლელი არ გვყავდა არც საშუალოდან და არც პერიმეტრიდან, ამასთანავე წლებია უკვე მატჩის სრულად სტაბილურად, კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე ჩატარების პრობლემაც ააქვს ნაკრებს და ამ საკითხებს თუ გამოვასწორებთ ნაკრები ალბათ უფრო დიდი მიზნებისთვის შეძლებას ბრძოლას ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობა და ერთეული მატჩების მოგებაა. წარმატებები კალათბურთელებსაც, ფეხბურთელებსაც და ყველა სპორტსმენს!
!!!!!
24 თებერვალი 2020 11:25
1
გადეირიეთ ახლა,ესაო და ისაო,ისე როგორც ჩვენი ფეხბურთელების მიერ ესპანეთთან მოგების შემდეგ არაფრისმომცემ ამხნაგურში,გაიხსენეთ რას წერდით სამი დღის წინ შვეცარიასთან თამაშის შემდეგ,როგორც ამბობენ ხბოს აღტაცებას საზღვარი არ აქვსო,მიდით ბოლომდე!!!!!
ME
24 თებერვალი 2020 10:14
22
თქვენ შემოგევლეთ ბიჭებო მთელი საქართველოს გახარებისთვის.ჯიგრები ხართ.
რივერ პლეიტი
24 თებერვალი 2020 10:08
1
ისე აიქაფეთ პირები გეგონება მსოფლიო ჩემპიონები გავხდით.ჩვენ ორი კაცი გვაკლდა სერბებს 12.ფაქტიურად მაგფადენმა მოიგო თამაში.ქართველებიდან მხოლოდ შერმადინია დონე დანარჩენები საშუალოებიც ვერ არიან.არ მოგბეზრდათ ეს სულელური ტრაბახი.
დაშოშმინდით
24 თებერვალი 2020 10:01
26
ყოჩაღ.სიტყვები არ მყფნის.ზუროსი გენიოსია.გილოცავთ.
მარკი
24 თებერვალი 2020 08:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული