კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ილიას ზუროსი: არანაირი მაგია - გამარჯვებაზე მეტად ახალგაზრდების თამაშმა გამახარა

AutoSharing Option
სტუმრად სერბეთის დამარცხების (94:90) შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:

"აქ თამაში ყველასთვის ძნელია. ჩემს გუნდს მოგებას ვულოცავ. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად ორდღენახევარი გვქონდა. არანაირი მაგია. თავიდან თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მერე რიტმი ვიპოვეთ, დაცვაში საუკეთესოდ გავისარჯეთ და შედეგიც მივიღეთ.

კარგად ვიცით, სერბეთი ჯგუფში ყველაზე ძლიერია. მათ, ჩემი აზრით, საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენთვის მთავარი მოგება კი არა, არამედ ახალგაზრდების გამოცდა იყო. დღეს სამი მათგანი უფრო მეტად დავტვირთეთ და გაცილებით უკეთ იასპარეზეს. გამარჯვებაზე უფრო ამან გამახარა. ახალი სისხლი გვესაჭიროება",
- ციტირებს ზოროსს novosti.rs.

ასევე დაგაინტერესებთ