ზაზა ფაჩულია: სახლში მივდიოდი და უცებ მობილური "აფეთქდა"...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის გამარჯვებულმა ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტ უორიორსის" "ფეისბუქ" გვერდზე ლაივში "უორიორსის" გულშემატკივრებსა და სპეციალური რუბრიკის წამყვანის შეკითხვებს უპასუხა.

-თქვენ "გოლდენ სტეიტთან" ერთად NBA-ის ჩემპიონი ორჯერ გახდით: 2017 და 2018 წლებში. რომელი სეზონის შესახებ გადაიღებდით დოკუმენტურ ფილმს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული?

-ორივე მათგანი განსხვავებული იყო, მათ სხვადასხვა გამოწვევა ახლდა თან. ყოველდღე შენ ახალ პრობლემასთან გამკლავება გიწევს და ეს საინტერესოა. არ აქვს მნიშვნელობა ეს პარკეტზე ხდება თუ მის გარეთ.

-შეგიძლიათ თქვათ, რომ 2018 წელს
უფრო რთული იყო, რადგან ბიჭები ტიტულს იცავდით და მენტალური თვალსაზრისით ბევრი რამ ახლავს ამას თან?

-დიახ, უფრო რთული იყო. შესაძლოა ჩემთვის ზედიზედ მეორე წელს სუპერფინალებში თამაში ძალიან რთული იყო, დევიდ ვესტისთვისაც, ხოლო სტეფი, კლეი, დრეიმონი, ანდრე (იგუადალა) და შონი (ლივინგსტონი) უკვე მეოთხედ იყვნენ სუპერ ფინალში, ხომ?

ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები. იღლები, სხეული იმდენს ვეღარ უძლებ, ასაკიგემატება. ნელ-ნელ ბერდები და არ ახალგაზრდავდები. როგორც ვეტერან მოთამაშეებს, ბევრი რამისთვის გვიწევდა ყურადღების მიქცევა.

2017 წლის მაისში "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (102:91) ზაზა ფაჩულიამ 13 წუთში 7 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა 39 წუთში მხოლოდ 6 ქულა მიითვალა. ამ მატჩის შემდეგ ზაზამ მისი და ტომპსონის გაზეთში გამოქვეყნებული შედეგები ჩარჩოში ჩასვა.

-რა იყო პირველი სიტყვები, რომლებიც კლეიმ გითხრათ მას შემდეგ, რაც იმ გაზეთის მთავარი გვერდი ჩარჩოში ჩასმული გადაეცით?

-ოჰ, ეს სრულად მოულოდნელი იყო, ის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა გახლდათ. რომ არ მოგატყუოთ, ერთი ჩემთვის მაქვს შენახული. ლეგენდარული მომენტი იყო, რადგან ძალიან ძნელია ქულებში აჯობო, თან ცენტრმა 2018 წელს. ის სტატია აუცილებლად უნდა ჩამესვა ჩარჩოში. აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე ის იყო, რომ კალათბურთელებს შორის მხიარულება სუფევდა.

-შენ და კლეის შეჯიბრი გქონდათ ჩატენვებში. ეს კი მხიარულებს უფრო გმატებდათ.

-ჩემი ბოლო სეზონით "დეტროიტში" ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 2-3 საათი იყო სხვაობა და "გოლდენ სტეიტი" სულ ჩვენ შემდეგ თამაშობდა. თუ სწორად მახსოვს, თამაშის შემდეგ სახლში მივდიოდი, როცა ჩემი მობილური "აფეთქდა".

მეთქი რა ხდება, ვინმე გაცვალეს? მე ხომ არ ვარ ეს? "გოლდენ სტეიტის" მთელი ფანკლუბი სხვადასხვა პოსტზე მნიშნავდა და წერდნენ, რომ "კლეიმ ბურთი ჩატენა". ყველაზე სასაცილო კი ის გახლდათ, რომ შუა სეზონი მიდიოდა ანგარიში 5:1 იყო ჩემ სასარგებლოდ. მაშინ  გავიფიქრე "ღმერთო ჩემო".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენ უკვე კაი ხანია აღარ ვართ ნორმალური ქრისტიანები: ესეიგი თუ რამე სიკეთეს ვაკეთებთ, ან ტელევიზიები უნდ მოვიწვიოთ ან ფეისბუქზე უნდა ავტვირთოთ და "ლაივი" უნდა გავაკეთოთ? რა საზომია ეს. ამას ქვია ფარისევლობა
ირაკლი
11 მაისი 2020 12:26
4
ძალიან უცნაური ხალხი ვართ!!! კვარაცხელია დაეხმარა თავის სოფელს და ატეხეს ერთი ამბავი რატო გაახმაურაო. იქნებ და რიცხავს ეს კაცი და ეხმარება სხვებს!!! რაც შეეხება სპორტულ მიღწევებს ამაზე მეტი კალათბურთში ქართველს კი არა უამრავ სხვა ერის წარმომადგენელს ვერ მიუღწევია.
ბოკინიო
11 მაისი 2020 01:14
4
კომენტარებიდან და დისლაიქებიდან ჩანს რომ სიკეთის კეთება არ ღირს რა ხო ვხდევათ ფაჩუც წყალს გავატანეთ ივანიჩვილიო რო აგიჩემებიათ ფაჩუმ რა დაგიშავათ აქედან ჩანს რომ ყველას წყალს ატანთ.
vova
10 მაისი 2020 23:10
6
აი ეს კომენტარი მართლა არ დაბლოკოთ,გთხოვთ!
როცა ვინმეს ქველმოქმედებას თხოვთ, ჯერ გაარკვიეთ იქნებ იმაზე მეტი ჩარიცხა ვიდრე თანამედროვეობის აბელა სეთურმა?! მე არ ვიცი და არც დავიჩემებ. ფაქტი ისაა, რომ ზაზა ფაჩულია თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა!!! მე მისი სპორტული მიღწევები გაცილებით მაინტერესებს. ფინანსური დახმარება კი იმან განახორციელოს ვისაც ევალება! ფაჩულიამ რაც იშოვა ნაღდად საკუთარი შრომით მიაღწია და არა მაქინაციებით! ყველაზე კარგი იქნებოდა ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, პური მეპურემ გამოაცხოს!!!! დარწმუნებული ვარ ზაზა ფაჩულია კიდევ დიდხანს და ბევრ ღირსეულ საქმეს გააკეთებს საქართველოსთვის ვიდრე "სეთურის" მილიონების ჩარიცხვაა!!!
გიგა
10 მაისი 2020 21:22
12
ეგი ნაციონალი ყოფილა,
luka
10 მაისი 2020 21:58
4
ფაჩულიაზე ბევრი ასე ფიქრობს რომ ნულია მაგის ფასი საქარგველოსთვის,რაც შეგეხება შენ რა გითხრა ეკრანს უკან კაციხარ
jiji
10 მაისი 2020 20:05
18
ნეტა გოლდენ-სტეიტში არ ჭირდებათ გასახდელების დამლაგებელი? ვეტერანი კალადბურთელი ვარ, ძალიან მიყვარს სისუფთავე და ვერკვევი სისუფთავეში. არ მაქ პრობლემა, დამლაგებლის ასისტენტად ამიყვანონ, კორონაზე დავამუშავებდი აბაზანებს. ერთი წელი, ცოტა ამოვისუნთქავდი, ვალებში ვიხრჩობი აღარ შემიძლია
ირაკლი
10 მაისი 2020 19:21
4
ძალიან გთხოვთ,ამ კომენტარს ნუ დაბლოკავთ. ზაზა ფაჩულია კორონავირუსის დროს ცდილობდა ჩვენთვის ტვინი გაებურღა უაზრო რჩევა-დარიგებებით და დაენახებინა ხალხისთვის,თუ რა კომფორტში ცხოვრობს იზოლაციაში ოჯახთან ერთად.ერთი თეთრი არ გამოუმეტებია თავის სამშობლოში უსახსროდ დარჩენილი გაჭირვებული ხალხისთვის.ვერ ვიხსენებ თუნდაც ერთ მაგალითს ზაზას მიერ საქართველოში ვინმე გაჭირვებული ოჯახისათვის დახმარების ხელი გაეწოდოს.თავის საკალათბურთო სკოლებში თუ ვინმე ნიჭიერ ბავშვს ფულს არ ახდევინებს,ამ ხარჯს შემდეგ ერთი ათასად ამოიღებს მაგ ნიჭიერი ბავშვის გაყიდვით.ძალიან ცუდი რეზონანსი აქვს საქართველოში ზაზას ამ საქციელს და მისი დამსახურებები გაუფასურდა.
status quo
10 მაისი 2020 18:33
25
შენ რაიცი ძმა რო არავის ეხმარებოდა? თუ ბარეორივით როარ ტრაბახობდა და პიარს როარ იკეტებდა ამას და იმას დამეხმარეო ესეიგი აზრი უკვე გამოვიტანეთ რო არავის არ დახმარებია? ეეეეეჰჰჰ
samtre
10 მაისი 2020 20:39
7
სხვის მოეოდების მნიშვნელობა გესმის კლავიათურის ლომო?თუ ეკრანს უკან კარგად გრძნობ თავს
სოსოს
10 მაისი 2020 18:25
5
კარგი და კეთილი საქმის გაკეთებას არ სჭირდება ზედმეტი აფიშირება და ლაპარაკი. უჩუმრადაც ბევრი რამე კეთდება და ყველამ თქვენს გაკეთებულს მიხედეთ. მილიონები თავისი დაუღალავი შრომით იშოვა და არც ქველმოქმედება ეშლება.
კახა
10 მაისი 2020 15:27
11
კომუნისტური აზრები შენთვის შეინახე
კახას
10 მაისი 2020 18:26
16
ეს ფაჩულია ამ მძიმე დროს როცა ერი და ბერი ერთად იდგა და ყველა ერთმანეთს დახმარების ხელს უწვდიდა თვითონ სხვას მოუწოდებდა ხალხის დახმარებას,არადა ამ დროს ოფიციალური მილიონერია,ნაცვლად იმისა რომ რაღაცა მაინც გაეკეთებინა ქედმაღლურად საუბრობდა, შერმადინი კი ხალხს ეხმარებოდა,სხვებიც თუნდაც ჩვენი ძიუდიისტები ფიზიკურად ირჯებოდნენ კეთილ საქმეში,ასეთ ქართველებს მინდა მადლობა გადაუხადო და არა ფაჩულიას მსგავს სუბიექტებს
jiji
10 მაისი 2020 14:51
62
სხვის ჯიბეში იქექები და ისევ ის არის სუბიექტი?ან შენ,ან მე,რა ვიცით რას კეთებს?თუნდაც არ ჩარიცხოს,კაცი აღარ არის და დამსახურება აღარაფერი აქვს?უმადურობა,ყველაზე საშინელი რამეა ჯიჯი.
სოსო
10 მაისი 2020 15:29
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული