კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

ფიბა-ს გამოკითხვით საქართველოს 2000-2020 წლების სიმბოლური ხუთეული შეირჩა

AutoSharing Option
ფიბა-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე კორონავირუსის პანდემიის დროს წამოწყებული რუბრიკა გრძელდება და ჩვენი კონტინენტის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, საქართველოს კვირეულიც დადგა. ფიბა-ს საიტმა თავის ურიცხვ ვიზიტორებს გასულ კვირაში ჩვენი ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ვრცელი ინტერვიუ შესთავაზა, საქართველოს ნაკრების 2000-2020 წლების სიმბოლური ხუთეულის შესარჩევი გამოკითხვა წამოიწყო და დღეს მისი შედეგებიც გამოაქვეყნა.

გამოკითხვა ბოლო 1 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და მისი საბოლოო შედეგები ასე გამოიყურება:

თორნიკე შენგელია (20%)
ზაზა ფაჩულია (17%)
ვიქტორ სანიკიძე (16%)
მანუჩარ მარკოიშვილი (14%)
მაიკლ დიქსონი (11%)

ქომაგებს არჩევანის გაკეთება 12 კალათბურთელს
შორის შეეძლოთ. დანარჩენებზე ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი ცინცაძე (7%), გიორგი შერმადინი (6%), დუდა სანაძე (2%), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (2%), ბექა ბურჯანაძე (2%), ვახტანგ ნაცვლიშვილი (2%), ვლადიმერ ბოისა (1%).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე საუკუნეში საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა: 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. 4 ტურნირის ჯამში ეროვნულმა ნაკრებმა 7 მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრებს 2021 წელს ევრობასკეტის ფინალური ეტაპისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადატანილი ტურნირის გამო კონტინენტის მთავარ საკალათბურთო მოვლენას 2022 წელს უმასპინძლებს.

GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ