ზუროსი: შენგელიამ ფინალის შემდეგ მომწერა, რომ ასეთივე წარმატების მიღწევა ნაკრებში სურს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას თაობაზე eurohoops-ის ჟურნალისტ ახილიას მავროდონტისთან ისაუბრა.

"შენგელია მართლაც კონცენტრირებულია თავის ეროვნულ გუნდზე. ესპანეთის ჩემპიონატი "ბასკონიასთან" ერთად მოიგო და ამაყად ააფრიალა საქართველოს დროშა. ფინალის შემდეგ სულ რაღაც ერთ საათში მომწერა, რომ ერთი სული აქვს, ასეთ წარმატებას ნაკრებში როდის მიაღწევს.

ის საკუთარ ქვეყანას უმაღლეს დონეზე საუკეთესოდ წარმოაჩენს. სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

შეგახსენებთ, შენგელიას ცსკა-ში გადასვლას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
სპორტი ხალხს აერთიანებს და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არა აქვს".

სულ მაინტერესებდა ასეთ რამეს ვინც წერს შეგნებულათ წერს თუ მართლა ასე გონია?


10 წლისა ქვეყნიდან გამაგდეს
და ეხლა ჩემ შვილს ვეტყვი: მიდი მამი წათი იქ სპორტი ხომ პოლიტიკა არაა. პროსტა მე მამა მომიკლეს, 300.000 ქართველი გამოგვაგდეს, ყველაფერი მაგათ გამო დავკარგეთ, მარა სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთან ხომ არაფერ შუაშია შვილო? იქ ჰიმნი რომ გაიჟღერებს იმათი გულზე ხელი დაიდე.
მერე საქართველოში რომ ჩახვალ სუფრაზე გმირების სადღეგრძელო არ დაგაბიწყდეს.



ქართველებისგან რომ ვისმენ ასეთ სირობას დანასავით მხვდება გულში ხოლმე.

ილია
12 აგვისტო 2020 03:55
10
პატივს გცემ და ძალიან გთხოვ,ნუ წაირუსოფილებ!!! აბსოლუტურად უადგილო პარალელებს ავლებ,სიმართლე გითხრა მიკვირს კიდეც შენგან...და ბოლოს,შეიგნე(თ) ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ რუსეთის ძირგამომპალი და აქოთებული ყოფილი იმპერია,აღიარებს მხოლოდ ძალას,რაც დღეს თუ არ გვაქვს,სულაც არ ნიშნავს იმას,რომ არც ხვალ გვექნება!!!
სოსო-ს
12 აგვისტო 2020 13:24
4
ამ ტრანსფერით არავინაა აღტაცებული საქართველოში,გვერჩია,რომ სხვა გრანდში გადასულიყო,მაგრამ სხვა მსურველი რომ არ ჰყავდა რეალური?ილია,კარგად მესმის შენი გულისტკივილი.ჯერ ისევ ღიაა ჭრილობები და კიდევ კაი ხანი არ მოშუშდება,მაგრამ რუსეთის გარდა,ზღვა სისხლი აქვთ დაღვრილი და სულ 100 წლის წინ,მათ გადასცეს რუსებმა,ქართული ტერიტორიები.აზერბაიჯანს და სომხეთს,ქართველების ხელით გადაეცათ ჩვენი მიწები.სომხეთისაგან ლორე -ალავერდის წართმევაში,თავისი წვლილი,ინგლისსაც მიუძღვის.საბერძნეთმა,ღალატით მოგვიკლა მეფე და არა ერთხელ დაგვარბია.არაბებმა და მონღოლებმა,კინაღამ მთლიანად ამოგვწყვიტეს,უკრაინის სტეპიდან შემოსეულმა კიმერიელებმა დაგვარბიეს და შორეული იტალიიდან წამოსულმა,პომპეუსმაც გაგვანადგურა.ქართველებმაც დაიდეს წილი,ჩრდილო კავკასიის დაპყრობაში და შამილის შეპყრობაში.რუსებთან ომში ჩაბმულ დაღესტნელებს,თუშები დაესხნენ თავს და მთის ხეობები გაძარცვეს,საქონელი წამოასხეს.გამწარებულმა ლეკებმა,4000 კაციანი რაზმი შეკრიბეს და თუშებზე შურისსაძიებლად გამოემართნენ.მთელი თუშეთი არ იყო 4000 კაცი და მოულოდნელად დაცემულ მტერს,წინააღმდეგობას ერთი ან ორი სოფლის ვაჟკაცები,ვერ გაუწევდნენ.მათ მოტევებულ მტერს,ზურგი შეაქციეს და იარაღი დაუშვეს.იცი რა მოხდა?არც ერთმა ჩეჩენმა,ან ლეკმა არ იკადრა იარაღ დაშვებულ მტერზე,იარაღის ხმარება.გატაცებული საქონელი დაიბრუნეს და უსისხლოდ წავიდნენ უკან.სხვა ისტორიებიც ახსოვს თუშეთს,როცა მთელი სოფელი,დედა ბუდიანად შეაწყდა მომხდურს,ან კიდევ პირიქით,ამბის მიმტანიც არ გაუშვეს უკან.ქართველი მთიელებიც ესხმოდნენ თავს,ჩრდილო კავკასიელებს და მათაც საკმარისი ექნებათ მსგავსი ისტორიები.ასეთი რამე ყოველთვის ხდება მეზობელ ხალხებს შორის და მსოფლიოს ოსტორია,სწორედ ესაა.თუმცა ომს მშვიდობა სცვლიდა და ეს ვერ მოხდებოდა,თუ ერთმანეთს მხოლოდ იარაღით დაელაპარაკებოდნენარ არსებობენ მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები,არსებობს მუდმივი ინტერესები და თუ შენი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა ეს არ იცის,ან კიდევ არ გამოიყენა,ქვეყანა ჩვენნაირ მდგომარეობაში ჩავარდება.რაც ჩვენი ქვეყნის თავსა გვჭირს,ეს პირველ ყოვლისა ჩვენი ქვეყნის მმართველების სისუსტეა,რადგან ყველა სათავისოდ ცდილობს და მხოლოდ ჩვენი ქვეყანა ცდილობს სასხვისოდ.ცსკაში გადასულ შენგელიას არავინ აიძულებს ჰიმნის დროს გულზე ხელის დადებას,ან კიდევ სიმღერას.აღარც ცსკაა,სინამდვილეში რუსეთის არმიის კლუბი და თანაც სულ 2-3 რუსი თამაშობს გუნდში.სპორტი,ხალხთა შორის ურთიერთობაა და შესაბამისად,შეუძლებელია მასში პოლიტიკა რაღაც დოზით არ შედიოდეს,მაგრამ გადამეტებული მნიშვნელობის მიცემაც არ იქნება სწორი.თანაც ურთიერთობის აღდგენის გარეშე,დაკარგულს,მხოლოდ ომით თუ დაიბრუნებ და რუსეთისათვის ომის გზით რაიმეს წართმევა, ან კიდევ დაბრუნება თუა შესაძლებელი,თვითონ იმსჯელე.მაგალითისათვის კი, კურილიის კუნძულებიც გამოგადგება.განსხვავებული გზებია საძებნი და მის ძებნაში, სრულიად კანონიერი ბოღმა-ბრაზი თუ არ დავიოკეთ,კიდევ უარეს შედეგს მივიღებთ.ცხელი გული და ცივი გონებაა საჭირო, ამისათვის.პირველ რიგში კი,საკუთარი ქვეყნის მოძლიერება და წესიერი მთავრობის არჩევა,რომელიც ამას გააკეთებს.გულზე ხელის ბრაგუნა პარტიები გვახსოვს და რა მოგვიტანეს,შენც იწვნიე.ჭკვიანი,პატრიოტი ხალხი გვჭირდება მთავრობაში.თუ კიდევ არიან ქვეყანაში ასეთები.ალბათ იქნებიან,მაგრამ პოვნა სჭირდება.
სოსო
12 აგვისტო 2020 10:25
11
ყველა გამოხმაურება
შენგელია არასოდეს იფიქრო რომ დაგვავიწყდება. იმედი მაქვს ყველა საშინაო თამაშზე იგრძნობ თუ რამხელა უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგი. გაახარე და აგუგუნე ღორისტანის ტრიბუნები.
David
12 აგვისტო 2020 02:26
26
შენგელიას სახის შენარჩუნება იქნება კაპიტნობის ნებაყოფლობით ჩაბარება და არა ჩამორთმევა, ყორანის გათეთრების 0,00001% შანსი რომ ყოფილიყო ზაზა ფაჩულიას ამას ვერავინ დაასწრებდა, რაც მთავარია ღირსეული ექს კაპიტნის სიტყვას დიდი ფასი აქვს....ძალიან მტკივნეულია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველ კალათბურთელ ვარსკვლავზე სიტყვა ობსტრუქციის გამოყენება...მაგრამ....არის რაღაც რასაც არ უნდა გადააბიჯო ადამიანმა, არანაირ ფასად და კარიერის მწვერვალად არ ღირს...შავი პურს უფრო გემრიელად შეჭამ ვიდრე ხამონის ან ასეტრინის სტეიკს...მართლა გული მწყდება..
Segestrya
12 აგვისტო 2020 10:26
19
რუსოფილო,შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ამ ქვეყნად ყველაფერი,აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკაა!!! ასე იყო ოდითგან და ასე იქნება მანამ,სანამ
კაცობრიობა იარსებებს!!! შენგელიას კი მინიმუმ უნდა ჩამოერთვას კაპიტნის სამკლავური,მას კაპიტნის სამკლავურის ტარების მორალური უფლება აღარ აქვს!!!
შაკო-ს
12 აგვისტო 2020 13:17
7
გეტყობა, კალათბურთზე წარმოდგენა არ გაქვს და ცდილობ პოლიტიკაში გადაიტანო ყველაფერი. სწორედ ცსკა-ში გადასვლა იყო მართებული გადაწყვეტილება. მას იმ ადამიანების აზრი აინტერესებს, ვინც სპორტთან არის დაკავშირებული და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს და არა იმათი, ვინც სრულიად შეუსაბამო და დაპირისპირებაზე აგებულ აზრებს აფრქვევს! მისთვის ზუროსი და თანაგუნდელებია მთავარი.
შაკო
12 აგვისტო 2020 12:38
21
ჰო აბა არაფერი აქვს საერთო და ამიტომ არის ბერძნები და თურქები ასე რომ "ძმობთ" ერთურთს. როგორ ყველა ჩვენ გვარიგებს ჭკუას . ახლა აქედანვე ამზადებენ ხალხს ობსტრუქცია რომ არ მოუწყონ რუბლს დახარბებულს!!!!
08.08.08 რომ იყო ზაზამ ინსტაგრამში დადო სურათი წარწერით we remember 08 08.08 და თოკომ მთელ ქვეყანას და საკუთარ ერს დაადო !!!!
მსგავსი უპატივცემულო მოქცევა არავის უნდა ეპატიოს!
მიხაელ
12 აგვისტო 2020 01:52
17
ე.ი. მთელი ჩვენი საკალათბურთო "ელიტა" მამა-შვილი შენგელიების "გაპრავებაშია" ჩართული...გულისამრევი გახდა უკვე თქვენი კომენტარები!!!
პაატა
12 აგვისტო 2020 07:54
16
შენგელია ჩემთვის დამთავრებულია. თვითონ გამოუტანა განაჩენი საკუთარ თავს. მის ნაკრებში გამოჩენას გულშამატკივრის რეაქცია ექნება. მე პირადად მექნება რეაქცია.
გენა
12 აგვისტო 2020 13:07
11
"რუბინი", "სპარტაკი", "ლოკომოტივი", "ალანია" და სხვები რუსული კლუბები არ არის და მხოლოდ ცსკა არის რუსული? თუ სიტყვა არმია გაღიზიანებთ, რომელიც მხოლოდ დასახელებაშია, რეალურად კი კერძო კლუბია. მართლა მეცინება მათზე, ვინც საქართველოს ჩემპიონატის ერთ მატჩზე არ არის ნამყოფი და კალათბურთელის რომელიღაც გუნდში გადასვლაზე საუბრისას ლამის უდიდესი გულშემატკივარი ხდება. მოკლედ, არავის აინტერესებს ეს უსაგნო დაპირისპირება. შენგელია თამაშობს ევროპის საუკეთესო საკალათბურთო კლუბში, სადაც არავინ უკრავს რუსეთის ჰიმნს, ყავს ბერძენი მწვრთნელი, ამერიკელი კაპიტანი და 90% უცხოელი მოთამაშე. ვუსურვებ წარმატებას ცსკა-ში და რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში
ლევანი
12 აგვისტო 2020 13:26
11
მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევია. რა უნდა გელაპარაკო
გიორგი
12 აგვისტო 2020 18:00
1
ბრავო ილო, ნამდვილი პროფესიონალი ხარ !!!

ნეტა შენნაირი ბევრი გვყავდეს საქართველოში , არა მარტო სპორტში !!!
გიო
12 აგვისტო 2020 10:43
8
პოლიტიკა=სპორტი+კინო+თეატრი+მუსიკა. დაგუგლეთ მაინც იაროსლავ ჰოლიკი ვინ იყო და რა გააკეთა.
1. მავანთა გასაგონად კალათბურთი იმდენად კარგად ვიცი, ვერც კი წარმოუდგენიათ;
2. ცსკა არ უდრის (=) არც რუბინს და არც სპარტაკს და არც ზენიტს და რატომ ამის ახსნა თუ საჭიროა აღარ ვიცი..
3. შენგელია არ უდრის (=) არც კვარაცხელიას, არც ანანიძეს, არც ტაბიძეს. ღმერთმა ქნას მალე მათ შორის სპორტულ კლასსა და დონეზე ტოლობა დამეწეროს...
4. ევროპის ვარსკვლავი ნაკრების კაპიტანი რამდენი გვყავს ან გვყავდა??? რომელი მათგანი მოიქცეოდა ასე უგუნურად? კალაძე, გორგოძე თუ ფაჩულია? არცერთი...ერთი მათგანი მაინც ფერმკრთალად დაასველებდა სიტყვას...
5. კარიერაც მესმის, ჩემპიონობის წყურვილიც, ტიტულების მოპოვების სურვილიც, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს, მართლა გამიხარდება, მაგრამ ეროვნული ნაკრების კვართი და კაპიტნის სამკლაური ღირსეულ შემცვლელს უნდა ჩაბარდეს. მტკივნეულია ამის თქმა, მაგრამ მაგალითი უნდა იყოს მომავალი თაობისთვის. მიშა ფოცხვერიაც არ გახსოვს ახმატოვი "შახტარის"მილიონებს უარი რომ უთხრა და საქართველოს ნაკრებში ითამაშა? კარიერა დაინგრია ადამიანმა, გამართულად ქართულად ვერ მეტყველებდა...
Segestrya
12 აგვისტო 2020 17:58
1
რა პოლიტიკა ამხელა ხალხი მართლა რეებს წერთ? ყველას ხო გყავთ შენგელია სოც. ქსელებში 8 აგვისტოს რამე დადო?? ზაზამ დადო სთორი, შენგელიამ ვერა :)) და საქართველოს კაპიტანს პოსტის დადება რო ეშინია კიდე კაპიტანია ?! აპრავეთ ეხლა შენგელია კაცია ევროლიგას მოიგებსო :) მოიგოს ვულოცავ !!!
არჩი
12 აგვისტო 2020 17:01
3
სწორედ ამას გავუსვი მეც ხაზი, და ამ რუსეთუმეებს ან "სპორტი პოლიტიკა არაა"-ს მძახებლებს უნდა წააკითხო რა "ტკბილი" სიტყვები უძღვნეს რუსულ საიტზე ნაცვლიშვილს როდესაც ვითომ გააპრავა თოკო და დაწერა შენგელიაზე ჩემი მეგობარია და რუსეთი ოკუპანტიო. რატომ არაფერი თქვა მერე თავზე რომ დაახურეს ყველაფერი !!
მაგრამ ესენი ფულის გამო ყველაფერზე იტყვიან უარს . ღირსება არ გააჩნიათ
mikhael
12 აგვისტო 2020 17:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული