NBA: დონჩიჩმა მორისზე გაიწია - მარკუსმა ლუკა ძლიერი დარტყმით "ნოკდაუნში" გაუშვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს პლეი-ოფის მე-6 მატჩში "დალას მავერიქსის" მცველს "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფორვარდმა მარკუს მორისმა ძლიერად ჩაარტყა თავში, ზურგიდან, რის შედეგადაც ახალგაზრდა სლოვენიელი "ნოკდაუნში" აღმოჩნდა, წამომდგარმა კი მეტოქეზე გაიწია, თუმცა ბობან მარიანოვიჩმა ამის საშუალება არ მისცა.

აღნიშნული არასპორტული საქციელის გამო მორისი მოედნიდან გააძევეს. ლუკამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა (38 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი), თუმცა "დალასი" მაინც დამარცხდა (97:111) და სერიაც დათმო (2:4). "კლიპერსის" რიგებში კი საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ 33 ქულით, 14 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით.

შარშანდელი ჩემპიონი "ტორონტო" კი აღმოსავლეთ
კონფერენციის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში "ბოსტონთან" დამარცხდა - 94:112.

საოცარი შეხვედრა ვიხილეთ დასავლეთ კონფერენციაში - "დენვერმა" "იუტას" ანგარიში გაუთანაბრა და სერიაში გამარჯვებულს მე-7 მატჩი გამოავლენს.

სასწაული შეხვედრა ჩაატარა "დენვერის" მცველმა ჯამალ მარეიმ და საკუთარ გუნდს 50! ქულა შესძინა. წაგებულთა შორის არანაკლებ კარგი მატჩი გამოუვიდა დონოვან მიჩელს, რომელიც "სელთ ლეიქ სიტის" გუნდს 44 ქულით დაეხმარა, თუმცა...



მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ დალასის საშველი არაა! ვერც დონჩიჩი შველის და ვერც მარიანოვიჩი! რა ვიცი კობი მოკვდა! ახალი სეზონიდან სტეფ კარის და კევინ დიურანტს თუ დაიმატებენ მაშინ რეალური შანსი ექნებათ!
aburjga
13:02 31-08-2020
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული