ახლა უფრო კონკრეტულად: პანდემიის გამო ევროპის
ისევე, როგორც ჩვენიდან, დანარჩენი რვა ჯგუფიდანაც შეირჩევა თითო მასპინძელი, რომელიც ნოემბრის „ბაბლს“ მიიღებს. თუ რა კრიტერიუმით შეირჩევა მასპინძელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი განმარტავს:
"ფიბა-ევროპის ბორდის გადაწყვეტილებით, ჯგუფის მონაწილე ოთხი გუნდიდან უპირატესობა მიენიჭება იმ ქვეყანას, რომელსაც სათამაშო ფანჯრის დროს ორი მატჩის გამართვა შინ უწევს. ვფიქრობ, სამართლიანი გადაწყვეტილებაა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ჯგუფის ყველა წევრი მასპინძლობაზე უარს იტყვის, მაშინ სხვა ჯგუფის მასპინძელს ექნება შესაძლებლობა, თავისთან მიიწვიოს ის ჯგუფი. თუმცა, არა მგონია, ვინმემ „ბაბლის“ საკუთარ არენაზე მიღებაზე უარი თქვას, ვინაიდან მოთხოვნა დიდია… ნოემბერში ჩვენს ჯგუფში ორი საშინაო მატჩის გამართვა შვეიცარიას უწევს. ამიტომ სწორედ ის არის "ბაბლის" მასპინძლობის მთავარი პრეტენდენტი. ჩემი ინფორმაციით, შვეიცარიელები უარს არ იტყვიან. რაც შეეხება თებერვლის ფანჯარას, უპირატესობა საქართველოს მიენიჭება, რადგან სწორედ ჩვენს ნაკრებს ელის ორი საშინაო მატჩი. მზად ვართ, თებერვლის „ბაბლს“ ვუმასპინძლოთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად კარგი ამბავია.
კიდევ უფრო სასიამოვნო იქნებოდა, ტრიბუნებზე გულშემატკივარი რომ იყოს დაშვებული. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ – თამაშებზე გულშემატკივრის დასწრება დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში (რომელიც „ბაბლს“ უმასპინძლებს) არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მაგალითისთვის – შვეიცარიაში სადღეისოდ დარბაზის 2/3-ით შევსებაა დაშვებული. რა რეგულაციები გვექნება საქართველოში თებერვალში, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. დავიტოვოთ იმედი, რომ მდგომარეობა დარეგულირდება და ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის ოთხი მატჩის ხილვის საშუალება ტრიბუნებიდან მიეცემა".
GBF.GE