კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთს ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქალაქ ესპოოს METRO არენაზე ევრობასკეტ2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის პირველ ტაიმში ფინეთი 44:40 დაამარცხა.

კორონავირუსის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ე.წ. ბაბლის სისტემით გრძელდება. ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი , მიხეილ ბერიშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ დაეხმარენ, ხოლო მასპინძლებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდათ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: შენგელია, მაკფადენი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ზუროსის მიერ ორი ცენტრის დაყენება ფარზე უპირატესობით იყო განპირობებული. დებიუტში მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შერმადინის,
შენგელიასა და მაკფადენის მეცადინეობით ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა. თანაც, „სუომი“ ჯარიმებით დაიტვირთა და პირველი მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გაიქცა, შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 40:44 დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ