საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიაც დაამარცხა და დიდი პერსპექტივაც გამოუჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია 91:84 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზუროსმა იგივე სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომლითაც ფინეთთან თამაში დაიწყო: შენგელია, შერმადინი, მაკფადენი, ბოქოლიშვილი, კორსანტია - დებიუტში 7:0 დაწინაურდა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა ანგარიშის სხვაობის შემცირება და პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 27:24 მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელები შერმადინს ყურადღებით მეურვეობდნენ და ჩვეულად შედეგიანი არ იყო.

მეორე პერიოდის მეორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა, შერმადინიც გააქტიურდა, 9 ქულითაც გაიქცა, პირველი ტაიმი კი 56:49 მოიგო.

დიდი შესვენების შემდეგ შვეიცარია სწრაფად დაიტვირთა ჯარიმებით,
კლასში სხვაობაც თვალსაჩინო გახდა. კვლავ კარგად ირჯებოდნენ ბაქრაძე და ფევაძე და არა მარტო ერთი და ორი კონკრეტული კალათბურთელის, არამედ საერთო გუნდური ძალისხმევით დასკვნითი მეოთხედის წინ - 65:54. თუმცა, რომ არა ბოლოსკენ შეცდომები, ანგარიში გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

მეოთხე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაიბრძოლა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესმა გუნდმა იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მეოთხე შეხვედრაც მოიგო. რაც მთავარია, გამოჩნდნენ ახალი კალათბურთელები და მომავალში ჩვენს გუნდს მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემაც მოეხსნება.

ჩვენი გუნდიდან 24 ქულა მაკფადენმა ჩააგდო, 17 - შენგელიამ, 12 - ბაქრაძემ, 11 - შერმადინმა, 9 - კორსანტიამ, 8 - ფევაძემ, 6 - ბექაურმა, 3 - ბოქოლიშვილმა და 1 - ლონდარიძემ, ხოლო სტუმართაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკო მლადიანი იყო.

altმატჩის დღე! შვეიცარია-საქართველო

მკითხველის კომენტარები / 36 /
მადლობა ბიჭებს და რა თქმა უნდა ზუროსს!ისე ფეხბურთელთა ნაკრებიც რო ჩავაბაროთ?!)))
BOSS
21:06 30-11-2020
1
პერსპექტივა ისაა, რომ 5 კაცით აღარ მოგვიწევს თამაში
ავთო
21:28 30-11-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული