კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

თორნიკე შენგელია: ვამაყობ ჩემი ბიჭებით; ვთამაშობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი

AutoSharing Option
ევრობასკეტი-2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში ფინეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:

"ამ თამაშებს ვთამაშობთ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ვიცით, თითოეული პატარა პოზიტიური ნაპერწკალი რა მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის ამ პერიოდში და მადლობა უფალს, რომ ეს თამაშები მოვიგეთ მათთვის.

ვამაყობ ჩემი ბიჭებით. ჩვენ ვთამაშობთ, როგორც ერთი დიდი ოჯახი. ყოველთვის სასიამოვნოა და ამაყი ვარ, როცა საქართველოს ნაკრებში ჩამოვდივარ".

ასევე დაგაინტერესებთ