შერმადინი, შენგელია, მაკფადენი – ფიბამ ჩვენი ნაკრების წევრები გამოარჩია

AutoSharing Option
ჩაიარა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ფანჯარამ, რომლის ფარგლებშიც მე-3 და მე-4 ტურები ჩატარდა. ორივე მათგანის საუკეთესო (სიმბოლურ) ხუთეულში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები შევიდნენ, ხოლო ორივე ტურის საუკეთესო მომენტების ტოპ-ათეულში ადგილი თორნიკე შენგელიას ჩატენილ-ჩაგდებულმა ბურთებმა დაიმკვიდრა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთში გამართული ეგრეთ წოდებული ბაბლის ორივე მატჩი მოიგო და ცხადია, ამას გუნდური სულისკვეთებით მიაღწია, თუმცა საუკეთესოების გამოსავლენად ფიბა, უპირველესად, სტატისტიკას ითვალისწინებს და ამ შემთხვევაში სიმბოლურში ჩვენი გუნდის წევრები ნაჩვენები შედეგებით შევიდნენ.

ფინეთთან 91:85 მოგებულ მატჩში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 27 ქულა,
10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტით კი 33-ს უწია და ამ მაჩვენებელში მე-3 ტურის მოთამაშეთა შორის მხოლოდ ხორვატ მირო ბილანს (37) ჩამორჩა.

მე-4 ტურში ქართველებმა შვეიცარიას 91:84 სძლიეს და ამჯერად საუკეთესო შედეგი თად მაკფადენმა დააფიქსირა, რომელმაც წინა შეხვედრაში გამრუდებული მიზანი (6-დან 0 სამიანი) გაისწორა და 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მთლიანობაში 24 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული