სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა

AutoSharing Option
19 თებერვალს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში საქართველოს ნაკრები სერბეთს უმასპინძლებს. მეტოქე გუნდი თბილისში ჩამოფრინდა და სპორტის სასახლეში ივარჯიშა. იქამდე კი სერბების მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

"ვიცით, რა მისიაც გვაქვს საქართველოში. არავითარი გათვლა არ გვაქვს, ყველა მატჩში ბოლომდე დავიხარჯებით. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჯერ საქართველოს ვხვდებით, შემდეგ შვეიცარიას. მათ უკვე ვეთამაშეთ და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. მოთამაშეებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს.

მე ობიექტური ადამიანი ვარ და უნდა ვთქვა, რომ ყოველ შეკრებას ახალი შემადგენლობით
ვატარებთ. საწყენად არ ვამბობ, საშუალო დონის კალათბურთელები მყავს, ვინაიდან ევროლიგისა და NBA-ს მოთამაშეები ვერ გვეხმარებიან. შეხედეთ საქართველოს ნაკრებს, შერმადინი 10 წელია თამაშობს. ლეგიონერები იცვლებიან, მაგრამ სხვები წლების განმავლობაში ერთად ასპარეზობენ. ამ მხრივ, ჩვენთან შედარებით უპირატესობა აქვთ. ეს თავის მართლება არაა, რეალობაა. მოტივაცია პრობლემა არ იქნება", - ციტირებს კოკოშკოვს სერბეთის კალათბურთის ფედერაციის საიტი.

როგორც ცნობილი გახდა, სერბეთის ნაკრებს შვეიცარიასთან შეხვედრის წინ ვასილი მიჩიჩი (ანადოლუ) და მარკო გუდურიჩი (ფენერბახჩე) შეუერთდებიან და თავისთავად, ისინი საქართველოს ეროვნულ გუნდთან ვერ ითამაშებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
რესპექტი კი არა შუქურა -ჩერტანოვოს ვუყურე და უცებ ვერც მიხვდებოდი სად იყვნენ რუსები სად ჩვენები))) ,,დავაი,, ,,ხაროშ,, და მალადეც ჩვენები უფრო ხშირად ყვიროდნენ ვიდრე რუსები)))
გია
18 თებერვალი 2021 16:28
0
თავს კი იზღვევ კოკოშკოვ , მარა არც ჩვენ ვართ სრული შემადგენლობით, შერმადინიც ვერაა თითქოს ფორმაში , არც ბურჯანაძე , მარა მაინც წინააღმდეგობას გაუწევენ ჩვენი ბიჭები, დარწმუნებული ვარ .
ბესო
18 თებერვალი 2021 11:38
2
აი თურმე რატო თვლიან ქართულს მომაკვდავ ენად, ცუდად არ გაგიგო იმას არ ვამბობ რომ შენ დაღუპე ქართული ენა და ლიტერატურა, მაგრამ ბევრია ისეთი შემოსული სიტყვებინ რომლებიც ქართულს ცვლიან და ჩვენც ვხმარობთ დაუფიქრებლად.
ზურა
18 თებერვალი 2021 09:21
2
ვხმარობთ - არა, ვიყენებთ.
buba
18 თებერვალი 2021 13:28
0
რესპექტი? პატივისცემა რომ დაგეწერა არა?
ზურა
18 თებერვალი 2021 09:17
0
გვერდით რომ უზის ასიანი ზონიდანაა გამოქცეული)))
გია
18 თებერვალი 2021 05:27
3
რესპექტი...) ადრე "სპასიბა-უვაჟენია"-ს ვიძახდით. ეს ტიპობა დაგვბრიდავს რა
r7
18 თებერვალი 2021 03:25
2
ჩემი რესპექტი ბატონ კოკოშკოვს. მადლობა ყველაფრისათვის.
18 თებერვალი 2021 00:40
8
ძალიან სენსიტიური რესპეკტია ამ ლოკაციაზე)))))))))))
გაგი
18 თებერვალი 2021 05:18
1
ნამდვილად სიმპათიით ვარ განწყობილი ამ ადამიანის მიმართ, მით უმეტეს რომ 2015 წლის ევრობასკეტზე მქონდა ბედნიერება უშუალოდ გამეცნო და მართლა კარგი ადამიანია. ჩვენებთან ჩასატარებელ მატჩებში წარმატებას ვერ ვუსურვებ, მაგრამ სხვა დანარჩენ შეხვედრებში გამარჯვებები
არ მოშლოდეს
fani
18 თებერვალი 2021 03:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული