"ძნელი წარმოსადგენია, საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდეს" - მიაჩნია ევრობასკეტის ჟურნალისტს

AutoSharing Option
ევრობასკეტის საიტზე ევროპის ჩემპიონატის წილისყრა ჟურნალისტმა ჯეფ ტეილორმა შეაფასა და ჯგუფებიდან გუნდების გასვლის შანსებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა:

"თბილისური ჯგუფი A მომხიბვლელია. იქ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთია, აგრეთვე - რუსეთი, თურქეთი, საქართველო, ბელგია და ბულგარეთი.

ესპანეთის ნაკრებში ევრობასკეტ 2022-ზე მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და ახალგაზრდა ტალანტები იქნებიან. ესპანეთი, ისევე, როგორც სერბეთი, ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა და სავარაუდოდ, მთელ გზას ისინი ბოლომდე გაივლიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო, როგორც მასპინძელი, ჯგუფიდან ვერ გავიდეს. დარჩენილი ორი ადგილისთვის რუსეთს, თურქეთს, ბელგიასა და ბულგარეთს შორის დიდ ბრძოლას
მოველი.

ბელგიას ძლიერი უკანახაზელები ჰყავს, ხოლო რეტინ ობასოჰანს მართლაც შეუძლია თამაშის სურათის შეცვლა. მათი უპირატესობა ისიცაა, რომ მწვრთნელი დარიო გიერგა ქვეყანაში უკვე 13 წელია მუშაობს. თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის რანგში მისი პირველი ევრობასკეტი იქნება. ის ადრე ველიმირ პერასოვიჩის (ხორვატიის ნაკრები) თანაშემწედ 2015 წელს მუშაობდა. მე ამ გუნდს შემდეგ ეტაპზე მოვიაზრებ.

რაც შეეხება გამსვლელ უკანასკნელ ადგილს, შეუძლია თუ არა თურქეთს თავისი პოტენციალის რეალიზაცია? გახსოვთ, მათ შანხაის მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ს როგორი ბრძოლა გაუმართეს და მხოლოდ ოვერტაიმში დამარცხდნენ? გამოერკვა კი თურქეთი ამ მარცხის შემდეგ? მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. ბულგარეთი ევრობასკეტის შესარჩევ ციკლში მუდამ ბოლომდე იბრძვის, მაგრამ მეოთხე გუნდი, რომელიც ჯგუფიდან გავა, რუსეთი იქნება. სერგეი ბაზარევიჩი უკვე დიდი ხანია ნაკრებშია, ჯერ - როგორც მოთამაშე და ბოლო რამდენიმე წელია - როგორც მწვრთნელი. მიუხედავად იმისა, რა შემადგენლობა ეყოლება, მისი გუნდი ყოველმხრივ კარგად მოემზადება."

მკითხველის კომენტარები / 6 /
მეგობრებო, ვინმემ იცით ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში სხვა რომელი ჯგუფის წარმომადგენელს ვხვდებით მერვედფინალში?
Miriani
06 მაისი 2021 10:14
0
ბ ჯგუფს ვხვდებით.
Master
06 მაისი 2021 11:22
0
სერბეთთან 23 სამქულიანი ვესროლეთ და მხოლოდ სამი ჩავაგდეთ.დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
zaza
05 მაისი 2021 22:54
5
გომელსკი კვალიფიციური სპეციალისტია, მაგრამ საქართველოს ნაკრების შეფასებაში მის პროფესიონალიზმს რუსული შოვინიზმი სძლევს! ამიტომ აფასებს იგი საქართველოს ნაკრებს უფრო სუსტად, ვიდრე ჩვენ ამას ვიმსახურებთ! ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილისთვის იბრძოლებს თურქეთის და ბელგიის ნაკრებებთან და მეორე ადგილის შანსი მას საკმაოდ დიდი აქვს! რუსებმა თავისი სადარდებელი იდარდონ, ჩვენ მათზე მაღლ ადგილს დავიჭერთ ჯგუფში!
levan
05 მაისი 2021 21:13
0
" თქვენი გამკვირვებია , თქვა გომელსკიმ , ციდან ვარსკვლავებს ვერ მოწყვეტსო და რა , გომელსკიზე მეტი გვესმის ? " . როგორ ველოდები ტურნირის დაწყებას , უნდა გამოსცადოს ის ფეხების კანკალი რუსეთის კალათბურთის ნაკრებმა , რასაც მათი თანამემამულე რაგბისტები განიცდიან .
ATP 16
05 მაისი 2021 20:32
0
რა თქმა უნდა ამ ბატონზე უკეთ ვერ ვერკვევი კალათბურთში,მაგრამ ოთხი გუნდი მგონი აქ აშკარად გამოკვეთილია.ბელგია და ბულგარეთი აშკარა აუტსაიდერები არიან.ჩვენ კი თუ მეორე ადგილით გავალთ,დიდებული შანსი გვექნება მეოთხედფინალის და თუ გავიმართლებს იქნებ ნახევარფინალიც არ იყოს მხოლოდ ოცნება.მესამეთი გასვლით კი ძლიერი მეტოქე გვეყოლება მერვედფინალში.იქამდე წელიწადნახევარია წინ...
master
05 მაისი 2021 20:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული