ზუროსმა ჩემპიონთა ლიგის მომგები კლუბი უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
"Eurohoops"-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "სან პაბლო ბურგოსი" მწვრთნელის, ჟოან პენაროიას შემცვლელს ეძებს და საქართველოს ნაკრების თავკაცს, ილიას ზუროსს მიმართა წინადადებით, მაგრამ მან უარი უთხრა.

გამოცემის მტკიცებით, ზუროსის უარის მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ გუნდში მუშაობა სრულ ჩართულობას ითხოვს და თანაც, ლიგა ენდესაში მწვრთნელთა შეთავსებით სხვაგან მუშაობა არ შეიძლება.

ამას გარდა, ზუროსის კლუბში მუშაობის წინააღმდეგი საქართველოს კალათბურთის ფედერაცია წავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული