თორნიკე შენგელია: NBA-ში გამგზავრებამდე ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში უკრაინის დამარცხებაში (88:83) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. საჭირო მომენტში ისინი ენერგიას გვძენდნენ. მათ ჩვენი სჯეროდათ და დამატებით ძალას გვაძლევდნენ.

უკრაინამ კარგად ითამაშა. მიხარია, რომ მოვიგეთ. სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, გუნდის მომზადებისას სიბრძნე და პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა. მთელი ჩვენი გუნდით ვამაყობ.

ბავშვობიდან ერთნაირი მოტივაცია მაქვს. პატარაობიდან ვაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების თამაშს. ჯერ კიდევ NBA-ში გამგზავრებამდე ეროვნულ გუნდში
თამაშზე ვოცნებობდი. ეს მოტივაცია დღემდე შევინარჩუნე. არაფერი არ შეცვლილა. 100%-ით მოტივირებული ვარ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა უყურე კომენტარებს, ჯერ ერთი ცსკ ევროპაში ერთერთი მოწინავეა, თუ გახსოვთ ბასკონიაშიც პრობრლრმა იყო ნგაკრერში თამაში დატიპი რეალი, ბარსა, ლიერულის დონისკლუბშია ( ფეხბურთს რო შევადაროდ) და ჩაადებინებინა კონტრაქტში სულ რო ფინალი ქონდეს ნაკრებში პრიორიტეტი და ამ უმადურ ვაი გულშემატკივრებს ესეც არ ყოფნით
Gigs
28 ნოემბერი 2021 22:35
1
რა თქმა უნდა თორნიკე დიდი კალათბურთელია, საქართველოს ნაკრებისათვის თავი არ ეზოგება მაგრამ თავისი კარიერის მაღალ ფაზაში, მოსკოვის ცეესკაში წასვლა მაინც უცნაური არჩევანია.
ალმასხანი
28 ნოემბერი 2021 03:12
5
ნეტა თუ არ გრცხვენიათ ვითომ კრიტიკოსებო.თოკო ნამდვილი კაპიტანი ხარ
მიშკა
27 ნოემბერი 2021 21:22
0
კდე დაბრალებთ ამ კაცსსს მაგარ კაცსსს არაპატრიოტიზმს,ყველა მომენტში ყველა დეტალში მოედანზე მარტო საქართველოსთვის და შენთვის თამაშობს კლავიატურასთან მჯდომო კრიტიკოსო.მადლობა თოკო გენაცვალე ნამდვილი კაპიტანი ხარ ბრავო
ბათუ
27 ნოემბერი 2021 02:44
2
მხოლოდ ერთი სიტყვა, მადლობა!!!
შოთა
27 ნოემბერი 2021 01:11
2
"ურა პატრიოტო" მისამართი შეგეშალა.
ფანფანს.
27 ნოემბერი 2021 21:45
1
მხოლოდ ერთი სიტყვა: მოლოდეც!
ფანფანი
27 ნოემბერი 2021 13:52
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული