კალათბურთი

ეროვნული ნაკრები

თორნიკე შენგელია: NBA-ში გამგზავრებამდე ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ტურში უკრაინის დამარცხებაში (88:83) საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა:

"ძალიან რთული შეხვედრა იყო. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. საჭირო მომენტში ისინი ენერგიას გვძენდნენ. მათ ჩვენი სჯეროდათ და დამატებით ძალას გვაძლევდნენ.

უკრაინამ კარგად ითამაშა. მიხარია, რომ მოვიგეთ. სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, გუნდის მომზადებისას სიბრძნე და პროფესიონალიზმი გამოამჟღავნა. მთელი ჩვენი გუნდით ვამაყობ.

ბავშვობიდან ერთნაირი მოტივაცია მაქვს. პატარაობიდან ვაკვირდებოდი საქართველოს ნაკრების თამაშს. ჯერ კიდევ NBA-ში გამგზავრებამდე ეროვნულ გუნდში
თამაშზე ვოცნებობდი. ეს მოტივაცია დღემდე შევინარჩუნე. არაფერი არ შეცვლილა. 100%-ით მოტივირებული ვარ".

ასევე დაგაინტერესებთ